„დილამ“ მზადება დაიწყო
XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის „დილამ“ გორში მზადება განაახლა.
გუნდი ანტალიაში 28 იანვარს აპირებს გამგზავრებას, სადაც10 თებერვლამდე დარჩება, მანამდე კი გორში გაივლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა: 20 იანვარს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“, 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგთან“ და 27 იანვარს ბოლნისის„სიონის“ წინააღმდეგ.
დღეს უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:
ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.
რამოდენიმე დღეში გუნდს ნიკა კვეკვესკირი, გიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილიშეუერთდება.
„დილას“ პრესსამსახური