“დილამ” თბილისში “ლოკომოტივი” დაამარცხა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ლოკომოტივსა” და “დილას” შორის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის ბოლო მატჩი გორელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
არადა, “ლოკომოტივმა” თამაში აქტიურად დაიწყო, მეორე წუთზე მზევაშვილის შორიდან დარტყმული “დილას” მეკარემ დავით ლეგაშვილმა მოიგერია. მე-8 წუთზე ლევან ნონიკაშვილი მარჯვენა ფლანგიდან “რკინიგზელთა” საჯარიმოში შევიდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარე კუპატაძე დარტყმას გაუმკლავდა. 21-ე წუთზე ოთარ მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში შევიდა და, მცველების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად დარტყმა არ გაუჭირდა – 1:0.
23-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი ოთარ მარცვალაძე “ლოკოს” საჯარიმოში აღმოჩნდა, თექთურმანიძე პასით მოამარაგა, რომლის დარტყმული კუპატაძემ მოიგერია, განმეორებაზე მასპინძელთა მეკარე ძარიას დარტყმასაც გაუმკლავდა, თუმცა გორელთა ნახევარმცველს მეორედ დარტყმის შესაძლებლობაც ჰქონდა, რომელიც მან გამოიყენა – 2:0.
30-ე წუთზე ქიქავას შორეული დარტყმა “დილას” კარს დიდი მანძილით ასცდა. 35-ე წუთზე ირაკლი მოდებაძე კუპატაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი მეკარეს მოხვდა. მე-40 წუთზე მოდებაძეს გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა – მახვილი კუთხიდან მისი დარტყმა თბილისელთა კარის ბადეს გარედან მოხვდა. სამ წუთში შანსი სარაგოსას გუნდსაც მიეცა, დავით სამურქასოვს, რომელმაც ერთი შეხებით დარტყმა სცადა, გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.
მეორე ტაიმი მზევაშვილის სახიფათო დარტყმით დაიწყო, რომელიც არაზუსტი გამოდგა. 52-ე წუთზე მარცვალაძის მიერ ფლაბგიდან შესრულებულ პირდაპირ საჯარიმოს კუპატაძე გაიმკლავდა. ერთ წუთში ჩაგელიშვილს ანგარიშის შემცირებაში ხელი მცველებმა შეუშალეს, დარტყმაც სუსტი გამოდგა. მატჩის ბოლოს “ლოკომოტივს” გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომელიც გუნდმა ვერ გამოიყენა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რატი არდაზიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ მოგებით “დილა” 56 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.
“ლოკომოტივი“ – “დილა“ 0:2
გოლები: მარცვალაძე 21′, ძარია 23′
“ლოკომოტივი“: კუპატაძე, ფოფხაძე, მახარაძე (ბენაშვილი 60′), გეთიაშვილი, ჭანტურია (პატარკაციშვილი 71′), ქიქავა, სამურკასოვი, დიასამიძე (არდაზიშვილი 46′), დარციმელია, მზევაშვილი, ჩაგელიშვილი
„დილა“: ლეგაშვილი, ქარქუზაშვილი, ღონღაძე, სამხარაძე, კვირკველია, თექთურმანიძე (საბაძე 57′), ძარია, ფალავანდიშვილი (ჩელებაძე 64′), ნონიკაშვილი, მარცვალაძე (მაშუკოვი 80′), მოდებაძე
გაფრთხილება: არდაზიშვილი 85′, 90′, ბენაშვილი 90′ – ძარია 52′, ნონიკაშვილი 69′
გაძევება: არდაზიშვილი 90′