„დილამ“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

თარიღი: თებერვალი 9, 2015

გორის „დილამ“ 9 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგ-მატჩი რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა უცხოური მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. აქედან ორი ფრედ პოლონურ „იაგელონიასთან“ და გერმანულ „აურბახთან“ ერთნაირი ანგარიშით 1:1 დაასრულა, ხოლო ბოლო ორი დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. ჯერ შვეიცარიული „იანგ ბოიზი“, დღეს კი ბუქარესტის „რაპიდი“ მინიმალური ანგარიშებით 1:0 დაამარცხა.

ბუქარესტის „რაპიდი“ რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. დღევანდელ შეხვედრაში კი გორის „დილა“ თუ არ ჯობნიდა მეტოქეს, ტოლი მაინც არაფერში დაუდო. პიველმა ნახევარმა ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა და შეიქმნა რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტი. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უპირატესობა „დილას“ ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ. დასაწყისშივე გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ თავისი გუნდის შეტევა წამოიწყო და ლუკა რაზმაძეს მოძებნა, რომელმაც გიორგი სეთურიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა. რომ არა რუმინელთა მეკარის კარგი თამაში ანგარიში დიდი ალბათობით გაიხსნებოდა. საწყის წუთებში გიორგი ხიდეშელმა თამაშის გაგარძელება ვეღარ შეძლო და ცვლილება მოითხოვა, მის მაგივრად კი ალან ბაგაევი შევიდა სათამაშოდ.

მე-15 წუთზე მოდებაძეს შეექმნა ძალიან კარგი მომენტი. კვეკვესკირმა ფლანგზე ხურცილავა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მოდებაძემ ყველას დაასწრო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მე-18 წუთზე სახიფათო საჯარიმო ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა, რომლის დარტყმულიც ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და მოედნის ფარგლები ისე დატოვა.

31-ე წუთზე რუმინელებმა ნიკულაიას სახიფათო დარტყმით უპასუხეს, რომელიც სომხიშვილმა ნახტომით მოიგერია. შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და პირველი ნახევარი უცვლელად 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილი თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. ჩვენი ფეხბურთელები ყველა მომენტში ბოლომდე ბრძოლობდნენ და მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. 57-ე წუთზე გორელებმა გააზრებული შეტევა განახორციელეს, რომელიც ბოლოს ფალავანდიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელსაც მცველი გადაეფარა და გადაარჩინა საკუთარი გუნდი. სამ წუთში კი რუმინელების სახიფათოდ შესრულებული ჯარიმა სომხიშვილმა უპრობლემოდ აიღო. მეტოქის კიდევ ერთი შორეული დარტყმა კვლავ გიორგი სომხიშვილმა მოიგერია.

„რაპიდის“ ფეხბურთელებმა ყველაზე რეალური მომენტი 66-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში არეულობის შედეგად ერთ-ერთ რუმინელ ფეხბურთელს მიუვიდა და დარტყმული ხარიხას მოახვედრა. საპასუხო შეტევაზე კი მოდებაძეს მეკარემ სულ ოდნავ დაასწრო.

69’-ე წუთზე სლავკო მარიჩის ჩაწოდებული ბურთი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ბოლო ოცი წუთი უკვე მთლიანად ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ კვეკვესკირმა მცირედით ააცდინა მიზანს, შემდეგ კი თექთურმანიძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და რომ არა მცველის თავგანწირული თამაში გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

თამაშის მიწურულს ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. 87-ე წუთზე ლაშა გვალიამ და ირაკლი მოდებაძემ მოედნის ცენტრში ბურთი კარგად გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ფლანგზე შეტევაში ჩართულ დავით ხურცილავას გადაუგზავნა ბურთი, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა. რომან ახალკაცმა მეტოქეს დუელი მოუგო, თუმცა თავით ძლიერად დარტყმული მცველს მოხვდა.

90-ე წუთზე გორელმა ფეხბურთელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს. ორმა ახალწვეულმა ლეგიონერმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ეპიზოდში. მარიჩის მიერ მოწოდებული კუთხური მცველებმა გამოიტანეს, ბურთი მოედნის ცენტრში გვალიამ მიიღო, რომელმაც კვლავ მარიჩს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი და კარგი ჩაწოდებით ალან ბაგაევს, რომელმაც თავური დარტყმით საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს ბოლო ამხანაგური სპარინგი მოგებით დაასრულებინა – 0:1.

ჩვენი გუნდი საქართველოსკენ გეზს 10 თებერვალს აიღებს და მეორე წრეს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური პირველი დაპირისპირებით გახსნის, რომელიც გორში „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 18 თებერვალს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.

მატჩის შემდეგ ჩვენი ვებ-გვერდისთვის რამოდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ:

ალან ბაგაევი: „თამაში საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მოედნის ცენტრში გარკვეულ უპირატესობას ვფლობდით. მეტოქე იყო საკმაოდ ძლიერი და კარგი გუნდი. მიხარია რომ ბოლო წუთებზე შევძელით გატანა. რაც შეეხება გოლს კარგი გადაცემა გამიკეთა სლავკო მარიჩმა და მე ისღა დამრჩენოდა ეს შანსი გამომეყენებინა.“

გიორგი სომხიშვილი: „ვიცოდით რომ საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვქონდა თამაში. შეკრების ბოლო თამაში იყო და გვინდოდა რომ გამარჯვებით დაგვემთავრებინა. წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მეორე წრე გველის. სეზონს თბილისის „დინამოსთან“ თასის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირებით ვხსნით. ამ გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს და თითოეულ ფეხბურთელს.“

ირაკლი მოდებაძე: „საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იყო ამ შეკრებაზე. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და „დინამოს“ თამაშის წინ საკმაოდ კარგი სპარინგი გამოგვივიდა. სასიხარულოა რომ ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ.“

ლუკა რაზმაძე: „დინამოსთან“ მატჩის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გავმართეთ. მეტოქე საკმაოდ სერიოზული გვყავდა. საერთოდ რუმინული გუნდები გამოირჩევიან ხისტი თამაშით და მადლობა ბიჭებს რომ ორთაბრძოლებში არაფერი დაუთმეს მეტოქეს და საკმნაოდ კარგი განწობა შევიქმენით სათასო დაპირისპირების წინ.“

დავით ხურცილავა: „მოწინააღმდეგე სერიოზული გვყავდა. ჩვენი მეტოქე დიდი ხანია რაც შეკრებილია და ვფიქრობ რომ მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ კარგი განწყობით ვბრუნდებით საქართველოში.“

„რაპიდი“ (ბუქარესტი) 0:1 „დილა“ (გორი)

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხიდეშელი, კვახაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ხურცილავა, სეთურიძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, გორელიშვილი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ახალკაცი, გვალია, თექთურმანიძე.
გოლი: ბაგაევი (90’) 0:1.

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლურჯი ზღვის სამი მეფე: 3 გია ქართულ ფეხბურთში

ბათუმის “დინამო”, თბილისის “საბურთალო” (ყოფილი) და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთვნელები, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს გამოაქვეყნე” – რა გაუკეთა ქვილითაიამ ჩაკვეტაძეს მატჩის დაწყებამდე (ვ

15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტი” სტუმრად “ოსტენდეს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, როცა ფეხბურთელები ხურდებოდნენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაოფიციალური ანალიზი: “დინამოს” ჩისკო უნდა გაეშვა

თბილისის “დინამოსთან” ესპანურ სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც ჩანს, ჩისკო მუნიოსი გუნდის მთავარი მწვრთნელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” გადარჩა თუ ჩაიძირა? ჩაჩავა, “დინამო”და იტალიელები

ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო სეზონს ლიცენზიითა და ახალი ინვესტიებიცით დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” ყოფილმა მფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკომ თბილისის “დინამო” დატოვა – ვინ შეცვლის ესპანელს?

ჩისკო მუნიოსმა თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია დღეს მოულოდნელად გავრცელდა. ესპანელმა მწვრთნელმა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “მერანი” თბილისში ახალ სტადიონს ააშენებს (ფოტო)

ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული, თბილისის “მერანი” ლილოს დასახლებაში ახალ ბუნებრივ საფარიან სტადიონს ააშენებს. “მერანის” ოფიცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ლიდერები დატოვებენ

თბილისის “საბურთალო” ათიანმა, გიორგი დიასამიძემ დატოვა და ლაშა შინდაგორიძის ბელორუსულ “შახტიორში” გადავიდა. გავრცელებული ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენელი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფას დელეგატად დაინიშნა. თამარ ჭიჭინაძე დელეგატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნა “თელავმა” ეროვნულ ლიგაში გადასვლა? (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბი “თელავი” დღეს “რუსთავის” 1-2 ძლევის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოჭოლავას “შახტარი” ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადავა

დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. “შახტარი” საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი – მამა გავარდა, შვილი გადმოვიდა

ეროვნული ლიგის პლეი-ოფის 2-მატჩიანი დუელი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “რუსთავმა” 1-2 დათმო “თელავთან” და მომდევნო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ ალავიძის ეფექტი – მერამდენმე მეკარემ დატოვა ბათუმის “დინამო”?

ბათუმის “დინამო” უკრაინელმა მეკარემ, მაქსიმ კუჩინსკმა დატოვა. კუჩინსკი “დინამომდე” უკრაინის პრემიერ ლიგელ “კარპატიშიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” საქართველოს ნაკრების ლიდერებს იმატებს?

ბათუმის “დინამოს” მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადებით, გუნდი მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების 2 წევრთან აწარმოებს. გავრცელებული ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია “სოჭისთან” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რუსული პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ყაზანის “რუბინი” “სოჭის” ესტუმრა და 1-1 ითამაშა. მე-2 ნახევარში მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი დატოვა. ჭიაბრიშვილმა დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ...
წაკითხვა