„დილამ“ უკრაინულ ,,ვოლინთან” ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში შემოატრიალა

თარიღი: ივლისი 2, 2015

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინთან“ და შეხვედრა, მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარი. პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ხშირი იყო ორთაბრძოლები, თუმცა პირველ ნახევარში მეტოქემ შეძლო ორი ბურთის გატანა. ორივე შემთხვევაში მეტოქემ თავური დარტყმით აიღო ჩვენი გუნდის კარი. აღსანიშნავი იყო, უკრაინელი ფეხბურთელების სიმაღლეში უპირატესობა. პირველი ბურთი ჩვენს კარში ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოლო მეორე კუთხურიდან მოწოდებულს მოჰყვა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას „დილა“ დაეუფლა. სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი ძარია, რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით აცდა „ვოლინის“ კარს. აქტიურობდა მარცვალაძე-მაშუკოვი, ფლანგებიდან კი ხურცილავა და ნავალოვსკი.

ტაიმის ბოლო წუთზე „დილამ“ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მარცხენა ფრთაზე ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ, ბურთი მაშუკოვს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შევიდა, გაცდა ორ მოწინააღმდეგეს და გადაცემა გაუკეთა გვალიას, რომელმაც ერთი შეხებით მარცვალაძეს დაუგდო. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოთარის დარტყმული უკრაინელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „დილას“ თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. კვახაძის ნაცვლად მოედნის დაცვის ცენტრში გიორგი პაპავას გივი ქარქუზაშვილი შეუწყვილა, ძარიას მაგივრად კი კვირკვია შევიდა, ხოლო მაშუკოვის ნაცვლად ერისთავი.

ამის შემდეგ, მეორე ნახევარი მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია კვირკვიას და ერისთავის საკმაოდ კარგი ჩართვა თამაშში. გოლი გორელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაიტანეს. მეტოქის მარცხენა ფრთიდან ოთარ მარცვალაძის გრძელ ფლანგურ გადაცემას დავით ხურცილავას თავით დაგდებული ბურთი და ასევე ერთი შეხებით მათე კვირკვიას მეტოქის კარში ლამაზად გადაგზავნილი გოლი მოჰყვა – 2:1. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოწნააღმდეგის რიგებში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე.

შეხვედრა კვლავ გორელთა უპირატესობით გაგრძელდა. გატანილი გოლის შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: ერისთავს, მარცვალაძეს, კვირკვიას და გვალიას.

მეორე გოლი „დილამ“ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 71’-ე წუთზე მარცხენა კუთხიდან გორელებმა საჯარიმოს ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. გიორგი ერისთავის სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთზე, მეტოქის მცველმა ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი კი ლუკა რაზმაძემ უზადოდ შეასრულა – 2:2.
ანგარიშის შემცირებისა და გათანაბრების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა კიდევ რამოდენიმე ცვლილება განახორციელა და მოედანზე შევიდნენ: გუგა ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, და გიორგი ილურიძე.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, გორელებმა მოსაგებლად გაიწიეს და რამოდენიმე წუთში დაწინაურდნენ კიდევაც. დავით კვირკველიამ საკუთარი ნახევრიდან გრძელი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოსთან, სადაც მათე კვირკვიამ „ვოლინის“ ტანმაღალ მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და ლამაზი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი – 2:3.

დარჩენილ დროში გორელებს, კერძოდ კი მარცვალაძეს შეეძლო მეოთხე გოლის გატანა. ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, კუთხე ოდნავ მახვილი იყო და მეკარემ შეძლო ხიფათის განმუხტვა.

შეხვედრის მიწურულს, უკრაინელებს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრებისა, თუმცა ხიფათამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა საბოლოოდ „დილას“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ასევე გვინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ ტექნიკური შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენი ტექსტური ტრანსლაციის დროს შეექმნა საიტს.
„დილა“ ხვალ 2 ივლისს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება უკრაინულ „ვოლინს“. შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე (კაპ.), პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე და ილურიძე.

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“საბურთალო” საქართველოს თასის მფლობელია!

“საბურთალომ” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს “სამგურალი” 0-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. თამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

5 ქართველი ლეგიონერი, რომლებიც “დინამოს” ევროტურნირზე გაიყვანენ!

თბილისის “დინამომ” სეზონის დასრულების შემდეგ კახა ცხადაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად დიდი ცვლილებების შესახებ გამოაცხადა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა და ჩაკვე – ქართველი ტალანტები, რომლებიც კარიერას ინგრევენ!

ჯერ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ ისე გაიბრწყინა, საქართველოს ნაკრები პირადად მისი გოლების წყალობით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველმა ფეხბურთელებმა “აპოლონში” სულ 50 წუთი ითამაშეს

კვიპროსული “აპოლონის” ქართველმა შემტევებმა, გიორგი პაპუნაშვილმა და რევაზ ინჯგიამ “აპოლონის” 15 მატჩში სულ შვიდი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” თბილისის “დინამოს” ფეხბურთელის დამატება სურს

ბათუმის “დინამოს” საჩემპიონო სეზონის შემდეგ მთავარი პრობლემის, ცენტრალური დაცვის გაძლიერება სურს და თბილისის “დინამოდან” დავით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს

საქართველოს ნაკრების და “ულსან ჰიუნდაის” 28 წლის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K1 ლიგის საუკეთესო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ “ანორთოსისი” დატოვა და “პაოკში” დაბრუნდა. ნინუა “ანორთოსისში” სექტემბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის მცირედით კმაყოფილდებიან”

30 წლის ლევან ყენიამ, რომელიც ახლა გერმანიის მე-4 ლიგელ “იურდიგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, “პირველი არხის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ ასე გააგრძელა, გაუშვებენ” – ქეცბაიას რთული დრო უდგას

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” ბოლო მატჩი 2-3 წააგო და 11 ტურის შემდეგ ცხრილში 13 ქულით მერვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსია” ახალ მეკარეში 15 მილიონზე მეტს იხდის – მამარდა?

თურქული პრესის (Turkgun) ინფორმაციით, “ვალენსია” გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა “ტრაბზონის” მეკარე უგურჯან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქოჩორაშვილი სამ “გრანადელს” დაუპირისპირდა და ბოლოს თავურით დააგდო (ვიდეო)

“ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გუშინ “გრანადას” მე-2 გუნდს ეთამაშა და მოედნიდან გააძევეს. 77-ე წუთზე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

საშინელი სერია – საბა კვირკველიას “მეტალისტმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგ

29 წლის საბა კვირკველიას “მეტალისტ 1925”-მა უკრაინის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. ამჯერად “მეტალისტი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძეს ნაკრების ორი ფეხბურთელის დამატება სურს

“დინამო თბილისი” ალექსანდრე რეხვიაშვილისა და კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და გუნდიდან [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” მთავარი პრობლემა – რა უნდა შეცვალოს გეგუჩაძემ?

ბათუმის “დინამო” 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩემპიონი პირველად გახდა და ეს ყველაფერი დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო”: 2022 აკადემიის წელი იქნება!

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განცხადებით, 2022 წელს ხელმძღვანელობა ბავშვთა აკადემიას დიდ ყურადღებას დაუთმობს. “სამწუხ...
წაკითხვა