დილამ უმაყურებლოდ მოიგო
საქრთველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტური დღეს სამი მატჩით დაიწყო.
წარუმატებელი გამოდგა ზაზა ზამთარაძის დებიუტი. მისმა “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთის” დამარცხება ვერ შესძლო და ზედიზედ მესამე შეხვედრაში დაკარგა ქულები. “ზუგდიდში” კი სამწვრთნელო ცვლილება წარმატებული გამოდგა. ბესიკ შეროზიას მოსვლის შემდეგ ზუგდიდელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. დღევანდელ შეხვედრაში შეროზიას გუნდმა ლანჩხუთის “გურიას” მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.
ყველაზე შედეგიანი შეხვედრა კი გორში შედგა, სადაც მაყურებლების გარეშე მოასპარეზე “დილამ” რუსთავის “მეტალურგს” დრამატულ შეხვედრაში 3:2 სძლია.
კოლხეთი 0-0 სამტრედია
ზუგდიდი 2-1 გურია
გოლები: კოშკაძე 21′ (0:1); ლომია 41′ (1:1); ეხვაია 89′
დილა 3-2 მეტალურგი
გოლები: ცნობილაძე 21′ (0:1); ქარქუზაშვილი 39′ (1:1); მოდებაძე 56′ (2:1); კვეკვესკირი 63′ (3:1); ალავერდაშვილი 77′ (3:2)