“დილას” დუბლებმა ზუგდიდელები დაამარცხეს
გაიმართა დუბლიორთა ტურნირის მე-9 ტურის მატჩები, სადაც გორის „დილას“ მეორე გუნდმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე „ზუგდიდი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის სადავეები მთლიანად გორელთა მხარეს იყო. 22’-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა აკაკი სირბილაძემ ანგარიში გახსნა – 1:0. მეორე ნახევარში კი გიორგი დიასამიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მატჩის ბოლოს 89’-ე წუთზე გიორგი ბულიამ საბოლოო წერტილი დასვა ამ მატჩში – 2:1.
„დილა“-„ზუგდიდი“ 2:1
„დილა“: ლეგაშვილი, ტიტვინიძე, გაგნიძე, ლაცაბიძე, ლ. ნოზაძე (ავაზნელი 80’), ნ. ლომიძე, დიასამიძე, ნ. ნოზაძე (ზეინკლიშვილი 80’), ქარელი (ქარელი 61’), ტაბატაძე (სადაღაშვილი 46’), სირბილაძე.
სათადარიგო: თურმანიძე, ოქროპირიძე, სადაღაშვილი, ზეინკლიშვილი, საბიაშვილი, ავაზნელი, დოლიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ელიაური.
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, ქომეთიანი, ყორშია (ჭანტურია 46’), ნიკოლაძე, ახალაია, დ. ქირია, კობერიძე, თოლორაია (ლატარია 64’), ნ. ქირია, ბულია, საბეკია.
სათადარიგო: ლატარია, ჭანტურია, ი. ქირია, ფარჯიკია, ბერიშვილი, ქანთარია.
მთავარი მწვრთნელი: მარლენ ქომეთიანი.
გოლები: სირბილაძე (22’) 1:0, დიასამიძე (74’) 1:1, ბულია (89’) 2:1.
გაფრთხილებები: გაგანიძე (57’), ლ. ნოზაძე (63’), დიასამიძე (67’), საბეკია (78’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი სიგუა.
„დილას“ პრესსამსახური