“დილას” მარცხით დასრულებული სეზონი
გორელებმა XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩი შინ „ზუგდიდის“ წინააღმდეგ მარცხით დაასრულეს. ორივე გუნდი უმოტივაციოდ შეხვდა ამ დაპირისპირებას, ვინაიდან ზუგდიდის გუნდი უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილი იყო, ხოლო გორელებს ამ ჩემპიონატში თამაში მომავალ წელს გარანტირებული ჰქონდათ.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტების რაოდენობა საკმაოდ იყო, თუმცა ბოლო ფაზაში დარტყმების სიზუსტე ორივე გუნდის მხრიდან მოიკოჭლებდა. პირველი სახიფათო დარტყმა მე-7 წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიას სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ბურთის აღება არ გაჭირვებია. შემდეგ იყო სტუმარ ფეხბურთელთა ზვიად სიხარულიას და გუგუჩიას მცდელობები, თუმცა ძალზედ არაზუსტი. რამოდენიმე წუთშიგუგჩიამ ახლო მანძილიდან ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა და შეყრილაძემ კუთხურზე შეძლო ამ ბურთის მოგერიება. მატჩის შუა წელში კი რაჟამაშვილმა ძალზედ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ჯიშკარიანის ჩაწოდების შემდეგ ახლო კუთხიდან შეეძლო გოლის გატანა. სამწუხაროდ მას მიზანმა უმტყუნა.
მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთესად დაიწყეს. აფაქიძის და გუგუჩიას საჯარიმო დარტყმები ძალზედ სახიფათო გამოდგა, თუმცა შეყრილაძემ ორჯერვე უშეცდომოდ ითამაშა. გამოსარჩევი იყოკირკიტაძის მცდელობა, როდესაც ის რამოდენიმე ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შევიდა, მაგრამ დარტყმა ზუსტი აღარ გამოუვიდა.
სამაგიეროდ, შეცვლაზე შესულმა გიორგი ბულიამ შეძლო ანგარიშის გახსნა. კირკიტაძისგადაცემის შემდეგ გიორგიმ ეფექტურად ქუსლით ცადა გოლის გატანა, რომელიც მეკარემ აიღო, ხოლო მეორე ცდაზე კი შანსი აღარ დაუტოვა მას. დარჩენილ დროში მიუხედავად გორელთა მცდელობისა ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:1.
საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა XXV ეროვნული ჩემპიონატი ქვედა ექვსეულში ჩაამთავრა და 41 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
გუნდების შემადგენლობა
„დილა“: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი (კაპ.), კობახიძე, ჯიშკარიანი, ქებურია, გოროზია (ნოზაძე 53’), გურეშიძე, წიქარიძე (რეხვიაშვილი 77’), შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კვარაცხელია (სირბილაძე 60’).
სათადარიგო: ზუროშვილი, ნოზაძე, სირბილაძე, ი. ლომიძე, ჩაკვეტაძე, ჯაყელი, რეხვიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
„ზუგდიდი“: მ. ქვილითაია, ფარცხავა, მირხულავა, გუგუჩია (ბულია 66’), სიხარულია (კაპ.), აფაქიძე, შალიკაშვილი (ქათამაძე 85’), კირკიტაძე, ქებაძე, კანკია (ფარჯიკია 53’), მჭედლიშვილი.
სათადარიგო: ფარჯიკია, ქირია, ჯომიდავა, ჭანტურია, ქათამაძე, ბულია, კალანდარიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გოლი: ბულია (81’) 0:1.
გაფრთხილება: აფაქიძე (72’).
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.
„დილას“ პრესსამსახური