“დილას” ფრე ზუგდიდელებთან
გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის IX ტურის მატჩები, სადაც „დილა“ საკუთარ მოედანზე „ზუგდიდს“ დაუხვდა და ფრედ 1:1 ეთამაშა.
მატჩის დასაწყისშივე ფარჯიკიას შეეძლო ანგარიშის გახსნა და ზუგდიდელთა წინ გაყვანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. აქტიური იყო სტუმართა კაპიტანი ზვიად სიხარულია, რომელიც თავისი გუნდის შეტევებს უფრო სახიფათოს ქმნიდა და რევიშვილსაც უქმნიდა პრობლემებს. მთლიანობაში მატჩს მაინც გორელები აკონტროლებდნენ და დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ.
26-ე წუთზე მოდებაძემ ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ახლო მანძილიდან მეკარესთან პირისპირ მყოფმა ბურთი ოდნავ ააცდინა მამალაძის კარს. სამაგიეროდ, ოთხ წუთში მიზანს მაინც მიაღწია და თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბურთის გატანა ნიკა ფილიევმა შეძლო, თუმცა ამ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. ამასობაში პირველი ნახევარიც მიილია.
მეორე ტაიმში აბდულა ბასლეჰლომ მოედნიდან კანკია გააძევა და სტუმართა მდგომარეობა თითქოსდა გამოუვალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასპინძლები კონტრშეტევაზე სიხარულიამ დაიჭირა და ბურთი ბადეში მოახვედრა – 1:1. გაძევებიდან ერთ წუთში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოდებაძეს რომ გამოეყენებინა შეიძლებოდა ყველაფერი გორელთა სასიკეთოდაც დამთავრებულიყო, მართალია ირაკლიმ შეძლო პენალტის გატანა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა დარტყმა გაამეორებინა და უკვე მეორე მცდელობაზე მამალაძემ შეძლო ბურთის მოგერიება.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, „დილამ“ დარჩენილი დრო შეტევაში გაატარა და რამოდენიმე მომენტიც ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერაფერი გაახერხა და თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
გუნდების შემადგენლობები
„დილა“: რევიშვილი, ალადაშვილი, კობახიძე, კვახაძე (კაპ.), თომაშვილი (ვ. ხორგუაშვილი 68’), დოლიძე (გორელიშვილი 78’), ბოლქვაძე (დიასამიძე 74’), მაისურაძე, ფილიევი, მოდებაძე, ქვილითაია.
სათადარიგო: შეყრილაძე, გორელიშვილი, აბურჯანია, პ. ხორგუაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, გაბარაევი, დიასამიძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
„ზუგდიდი“: მამალაძე, აფაქიძე, მირცხულავა, კანკია, ქვარცხავა, ონიანი, მეგაჰედი (პაჭკორია 61’), სიხარულია (კაპ.), გუგუჩია, ეხვაია (რიგვავა 72’), ფარჯიკია.
სათადარიგო: ჯომიდავა, აქუბარდია, რიგვავა, პაჭკორია, ჰამზა, კვარაცხელია, ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე.
გოლები: მოდებაძე (31’) 1:0, სიხარულია (76’) 1:1.
გაძევება: კანკია (65’).
მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო.
FCDila.GE