დილელების სპარინგი
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა გუნდმა დღეს გორში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე „დილა 2“-თან პირველი სპარინგი გამართა.
მიუხედავად ძლიერი ქარისა, მატჩი საინტერესო გამოდგა და მრავლად იყო მომენტები. პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ერთმანეთს სახიფათოდ უტევდა, თუმცა გოლამდე საქმე არ მისულა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გაეყარნენ.
მეორე ტაიმში სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. 51’-ე წუთზე კორღალიძემსაჯარიმოში მიიღო ბურთი და მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. მეორე და მესამე ბურთიბერიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ორივეჯერ პირისპირ გასულმა შეძლო მეტოქის კარის აღება, ხოლო ბოლოს ახალკაცმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით წერტილი დასვა ამ შეხვედრაში.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, გურეშიძე, რაზმაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კოშკაძე, კვარაცხელია.
შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გოგინაშვილი, ქარქუზაშვილი, ხიზანეიშვილი, კანდელაკი, გოროზია, კორღალიძე, ბოლქვაძე, ახალკაცი, სირბილაძე, ბერიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
გოლები: კორღალიძე (51’) 1:0, ბერიაშვილი (58’, 67’) 3:0, ახალკაცი (74’) 4:0.
„დილას“ პრესსამსახური