დილით ინტენსიური ვარჯიში, საღამოს მატჩი
დილით ჩატარებული საათნახევრიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად ჩვენი გუნდი საწვრთნელ მატჩს ჩაატარებს. სადილის შემდეგ, სანამ ფეხბურთელები თავიანთ ნომრებში შევლენ და 2 საათით დაისვენებენ, ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს- საბა ლობჯანიძეს, არჩილ მესხს და ოთარ კაკაბაძეს გავესაუბრეთ. თემები ტრადიციული შეკრება და მსოფლიოს ჩემპიონატის სათამაშო დღე.
საბა ლობჟანიძე – პირველ გუნდთან ერთად შეკრებზა მეორედ ვარ. ვფიქრობ ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ძალიან დიდი დატვირთები მივიღეთ, რაც აუცილებელია ფეხბურთელისთვის, წინ ხომ გრძელი სეზონი და უეფას ტურნირის თამაშები გველის. მიხარია, რომ დინამოს წევრი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე, კოლუმბია პირველ თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ის საბერძნეთი იყო, კოტ დ’ივუარს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ვფიქრობ არ წააგებს. ინგლისს კარგი გუნდი ჰყავს და ასე ადვილად არ უნდა გავარდეს. მგონია, რომ ინლისი მოიგებს. იაპონიაა ძალიან მებრძოლი და სწრაფი გუნდი და უპირობოდ მოუგებს საბერძნეთს.
კოლუმბია – კოტ დივუარი X2
ინგლისი – ურუგვაი 1
იაპონია – საბერძნეთი 1
არჩილ მესხი – პირველად ვარ შეკრებაზე პირველ გუნდთან ერთად და ძალიან გახარებული ვარ ამით. ყველაფერი საინტერესოა. თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ უფროსი პარტნიორებიც მეხმარებიან და მიადვილებენ საქმეს.
კოლუმბია – კოტ დივუარი X
ინგლისი – ურუგვაი 1X
იაპონია – საბერძნეთი 1
ოთარ კაკაბაძე – ერთი და იგივეს გამეორება გვიწევს, მაგრამ მართლაც ძლიერი დატვირთვებია. ცოტათი გადავიღალეთ ყველანი, მაგრამ ახლა ასეც უნდა იყოს. ყველაფერი სათამაშო სიტუაციაში ხდება და ვარჯიშები ძალიან საინტერესო გამოდის. დღევანდელ თამაშებზე ჩემი ვარაუდი კი ასეთია:
კოლუმბია – კოტ დივუარი 1
ინგლისი – ურუგვაი 1
FCDinamo.GE