დიმიტრი პაიე: “ვამაყობ”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “მამლების” ნახევარმცველი დიმიტრი პაიე დასახელდა.
“ვესტ ჰემ იუნაიტედის” 29 წლის მოთამაშემ შეხვედრის 57-ე წუთზე ოლივიე ჟირუს საგოლე გადაცემა მიაწოდა, 89-ე წუთზე კი თავად გაიტანა გამარჯვების გოლი.
მატჩის შემდედ დიმიტრი პაიემ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ვამაყობ. თამაშში შესასვლელად გარკვეული დრო დაგვჭირდა. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.
ჩემმა გოლმა გუნდს სამი ქულა მოუტანა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ემოციური საღამო გამოვიდა. ის, რომ დღეს მე აქ ვიმყოფები, ბევრი შრომის შედეგია. ბევრს არ ეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი.
აქ სიამოვნების მისაღებად ვარ. მინდა, რომ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ამ ორ სეზონში ძალზედ გავიზარდე. ძალას მმატებს ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახის თვალწინ ვთამაშობ.
ეს სამი ქულა მეტად მნიშვნელოვანია. გამარჯვება მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს”, – აღნიშნა პაიემ.