„დინამო“ 1/4 ფინალშია, „დილა“ გათამაშებას გამოეთიშა
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები გაიმართა.
ლანჩხუთში ფოთის „კოლხეთი“ თასის მოქმედ მფლობელ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და, პირველი შეხვედრის მსგავსად, დღესაც ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ფოთელთა კარში მე-12 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
„კოლხეთი“ – „დინამო“ 0:1 (0:2 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: ქვილითაია 12′
გაფრთხილება: გურული 28′
ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე, „ზუგდიდმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა. გორში პირველი მატჩი, ზუგდიდელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში „დილამ“ მეტოქეს ასევე მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა. მატჩი ანგარიშით 0:1 დამთავრდა – 32-ე წუთზე „ზუგდიდის“ კარი გიორგი ერისთავმა დაამწუხრა. აქედან გამომდინარე, უჩა სოსიაშვილის გუნდი თასის გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.
„ზუგდიდი“ – „დილა“ 0:1 (2:2)
გოლი: ერისთავი 32′
გაფრთხილებები: თუთბერიძე 26′, ნარმანია 30′
სხვა მატჩების შედეგები:
„ტორპედო“ – „ჭიათურა 6:1 (7:1 ორი მატჩს ჯამში)
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 1:1 (2:4)
„ლიახვი“ – „სამტრედია“ 1:4 (1:7)
„დინამო ბათუმი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1 (2:4)
„სიონი“ – „გურია“ 1:1 (3:1)