“დინამო 2-ის” გამარჯვება კახეთში
10 აპრილს თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე- 20 ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო-2 ადგილობრივ კახეთს დაუპირისპირდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე ბუიკემ მოახერხა ანგარიშის გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები დაეუფლნენ უპირატესობას და 22- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა 1:1. მატჩის 38- ე წუთზე ზივზივაძემ ანგარიშის გაზრდის რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან. პირველი ტაიმის მიწურულს გოჩა ლომიძემ წინ გაიყვანა მასპინძლები 2:1. მეორე ტაიმის დებიუტში ზივზივაძემ კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეტოქის მეკარეს თავზე უგდებდა ბურთს. შეხვედრის მე- 60 წუთზე საბა ლობჟანიძემ ტექნიკური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში 2:2. მეორე ნახევარი დედაქალაქური გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და 75- ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა წინ გაიყვანა დინამო. ჯიშკარიანმა 81- ე წუთზე ზუსტი და ტექნიკური საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა 2:4. შვიდი წუთის შემდეგ ასევე დუბლი გაახერხა ბუდუ ზივზივაძემ 2:5. საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშითვე დასრულდა.
გოლები: 1:0 ბუიკე 11’ 1:1 ზივზივაძე 22’ 2:1 ლომიძე 43’ 2:2 ლობჟანიძე 60’ 2:3 ჯიშკარიანი 75’ 2:4 ჯიშკარიანი 81’ 2:5 ზივზივაძე 88’
გაფრთხილება: დაუშვილი 12’ კვეკვესკირი 12’ ბუიკე 41’ ლორთქიფანიძე 61’
კახეთი 2:5 დინამო-2
კახეთი: აბუაშვილი (მეფარიძე 65), მურველაშვილი, ზ. ვარდუაშვილი, ლომიძე, ბააკაშვილი (აბურჯანია 86), ლორთქიფანიძე, კვირკველია, თ. ვარდუაშვილი, ჯინიკაშვილი (მიქაძე 69), ტყეშელაშვილი, ბუიკე
დინამო-2: დაუშვილი, ჯაფიაშვილი, ა. გურეშიძე, ბაჩიაშვილი, სამხარაძე, გ. გურეშიძე (დიასამიძე 69), კვეკვესკირი, ჯიშკარიანი (მაკასარაშვილი 88), ლობჟანიძე, ერისთავი (ვოლკოვი 82), ზივზივაძე