დინამო 2-ის ფრე ანჟის დუბლებთან
დღეს თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა დინამოს მეორე გუნდმა ბოლო სპარინგ მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე მახაჩკალის ანჟის დუბლშემადგენლობა გახლდათ. შეხვედრა დინამოელთა შეტევებით დაიწყო და მთლიანად პირველმა ტაიმმა ჩვენი გუნდის უპირატესობით ჩაიარა. მატჩის მე- 12 წუთზე ვაკო ბაჩიაშვილის გადაცემის შემდეგ, დავით ვოლკოვმა თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში 1:0. შეხვედრის მეორე ნახევარში დინამოელებმა ექვსი ცვლილება განახორციელეს და მატჩის მიმდინარეობაც გათანაბრდა. 77- წუთზე ანჟის ფეხბურთელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება 1:1 და ორთაბრძოლაც ამ ანგარიშით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ბელექში მანამდე სამი მატჩი გამართეს, ამკარის, შახტარის და ზენიტის მეორე გუნდებთან, რომლებიც შესაბამისი ანგარიშებით 6:0, 2:0 და 2:2 დასრულდა.
დინამოელები დღეს გამოემგზავრებიან თბილისში.
დინამო-2 1:1 ანჟი-2
გოლი: 1:0 ვოლკოვი 12’
დინამო-2: კულუა, ჯაფიაშვილი, გურეშიძე, ბაჩიაშვილი (თათხაშვილი 46), სამხარაძე, კვეკვესკირი (გიორგი გურეშიძე 75), ფალავანდიშვილი, ერისთავი (ქაჯაია 65), მახარობლიძე (ჯიშკარიანი 55), ლობჟანიძე (წილოსანი 55), ვოლკოვი (დიასამიძე 46)
FCDinamo.GE