“დინამო” – “ალაშკერტი” | მატჩის ბილეთები

თარიღი: ივლისი 8, 2016

12 ივლისს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ალაშკერტს უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები დინამო არენას სალაროებში შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიყიდება.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი

სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

გულშემატკივარს ასევე ბილეთის ელქტრო ვერსიის ყიდვა შეეძლება: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=293189

fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები