დინამო – აქტობეს პაველ რაჩკოვსკი განსჯის
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი- პაველ კოლევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი იქნება, დანიელი- იორნ ვესტ ლარსენი.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაველ რაჩკოვსკიმ იმსაჯა 31 მაისს, იაპონიაში გამართული ჯუბილო ივატა 1:1 ფაგიანო ოკაიამაა. აღნიშნულ მატჩში პაველ რაჩკოვსკიმ ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.
შარშან 10 ოქტომბერს რაჩკოვსკიმ თბილისში გამართული საქართველოსა და ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებთა მატჩი იმსაჯა, რომელშიც სტუმრებმა 6:0 იმარჯვეს.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაველ რაჩკოვსკის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
პაველ რაჩკოვსკი (31 წლის)
===========================================
პოლონეთის უმაღლესი ლიგა (ექსტრაკლასა) – 77 თამაში / 314 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი
პოლონეთის თასი – 6 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფას ევროპა ლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
იაპონიის ჯეი ლიგა – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა – 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფას U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
fcdinamo.ge