დინამო აქტობესთან დამარცხდა

თარიღი: ივლისი 17, 2014

“დინამო არენაზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამო” ყაზახურ “აქტობეს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.

თამაშის დებიუტში გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრისთვის იბრძოდნენ. მე-11 წუთზე საფიხათო მომენტი ყაზახებმა შექმნეს. ხაირულინის დარტყმა ლორიამ გაჭირვების გარეშე მოიგერია. ამის შემდეგ “დინამომ” შეუტია. ჯანელიძის დარტმის შემდეგ თბილისელები “აქტობეს” მცველის ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი სხვა აზრზე იყო.

მე-18 წუთზე “აქტობემ” კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა. დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილი პიზელის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

23 წუთზე ვუოს კარგი პასის შემდეგ გრიგალაშვილი საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. სახიფათო ჯარიმა ლაშა თოთაძემ შეასრულა, თუმცა დარტყმის შემდეგ ბურთი “აქტობეს” მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

ამის შემდეგ უპირატესობას სტურმები დაეუფლნენ და ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს იყო “დინამოს” ყველაზე სუსტი წერტილი “აქტობესთან” მატჩში. როგორც ჩანს, თბილისური კლუბის ფეხბურთელებისთვის ახალი 3-5-2 ტაქტიკური მონახაზი, რომელიც ბილეკმა ამ შეხვედრისთვის აირჩია, ადვილი მოსარგები არ არის.

ტაიმის ბოლო წუთზე გატანა ვუოს შეეძლო, თუმცა მისი დატყმა კარს დიდი მანძილით ასცდა.

მეორე ნახევარში ბილეკმა ჯანელიძის ნაცვლად ჩისკო შეიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო. თბილისელები გააქტიურდნენ. მალევე ვუოს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა აფრიკელმა დარყმა დააგვიანა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

მეორე ტაიმში “აქტობეს” პირველივე გააზრებული კომბიანცია გოლით დასრულდა. 51-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ხაირულინმა იაქტიურა, საჯარიმოში ჩააწოდა და ნეკოს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ ბილეკმა ინტერტულად მოთამაშე მერებაშვილის ნაცვლად მარცვალაძე შეიყვანა, რომელსაც 69-ე და70-ე წუთებზე გოლის გატანის ორი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მას ყაზახური კლუბის მცველებმა შეუშალეს ხელი. 73-ე წუთზე ჩისკომ პირდაპირ კუთხურიდან განიძრახა გატანა და ეს თითქმის გამოუვიდა კიდეც.

დარჩენილ დროში “აქტობე” საკმაოდ კარგად იცავდა თავს. “დინამოს” შეტევები ერთფეროვანი იყო. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ჯორდას შემოსვლის შემდეგ შეიქმნა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტი მხოლოდ ჩისკოს ჰქონდა, თუმცა “დინამოელთა” ლიდერის დარტყმა მიზანს ასცდა.

“დინამოსა” და “აქტობეს” განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში, 23 ივლისს გაიმართება.

მატჩის შემდეგ

ვლადიმირ გაზაევი (აქტობე): “თამაშის ხარისიხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველა მოთამაშეს, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. რაც მთავარია, შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარში უკვე თბილისელები დომინირებნდენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. “დინამო” საკმაოდ კარგი გუნდია.”

მიხალ ბილეკი (დინამო): “შეხვედრა პირველივე წუთებიდან აქტიურად დავიწყეთ, კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში აშკარა საგოლე მომენტი ვერ შევქმენით და ლოგიკურია გოლიც რომ ვერ გავიტანეთ.

ტაქტიკურ მონახაზს რაც შეეხება, “დნიპროსთან'” სწორედ 3 მცველით ვითამაშეთ და ის თამაში ჩემთვის მისაღები იყო. იმედი მაქვს, მეორე მატჩში უკეთ ვიასპარეზებთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. ჯერჯერობით არ ვართ დამარცხებულები.

პატრიკ ვუომ შეკრებაზე საკმაოდ ბევრი იმუშავა და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. დღევანდელი მატჩის ფირს კიდევ არაერთხელ ვნახავთ და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ” 

“დინამო თბილისი” 0:1 “აქტობე”

გოლი: ნეკო 51

“დინამო”: ლორია, თოთაძე, მერებაშვილი (მარცვალაძე 65), ჯანელიძე (ჩისკო 46), გრიგალაშვილი, პაპავა, დოსოუდილი, გველესიანი, შერგელაშვილი, ძარია, ვუო (რაფა ჯორდა 78).

„აქტობე”: სიდელნიკოვი, ცირაკაევი, მიროშნიჩენკო, პიზელი (ზიანკოვიჩი 62), ხაირულინი, ნეკო (შაბალინი 81), არზუმანიანი, კორობკინი, ლოგვინენკო, სანტანა, ანტონოვი (კაპაძე 72)

IMG_1187IMG_1130IMG_1024IMG_0904IMG_1280IMG_1249

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა