“დინამო ბათუმის” ზედიზედ მე-3 ფრე – “თელავის” ზედიზედ მე-3 ფრე
ეროვნული ლიგა ბათუმში 4-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა, მაგრამ “დინამომ” მოგება კვლავ ვერ შეძლო და “თელავს” ფრე გაუგორა.
ანგარიში პირველივე წუთზე ჯოვინომ გახსნა. ბრაზილიელმა ბათუმელთა ყოფილ მეკარეს, ოთო გოშაძეს ფეხებს შორის გაუძვრინა. როგორც ყოველთვის, გატანილი გოლის შემდეგ “დინამომ” უკან დაიხია და კახელებს რამდენიმე შანსი მიეცათ, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.
მე-2 ნახევრის სტარტზე ჩუკურას გადაცემით ლაშა კოხრეიძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საინტერესოა, რომ სეზონის დაწყების შემდეგ როგორც “დინამომ”, ისე “თელავმა”, 3-ვე მატჩი ფრედ დაასრულა.
დინამო ბათუმი 1-1 თელავი
გოლები: ჯოვინო 1 – კოხრეიძე 53
გოლები: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – ცინცაძე (ტეიდი 79), მამუჩაშვილი – გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 46), ფლამარიონი, ჯიღაური – დვალიშვილი (ნიქაბაძე 73)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
თელავი: გოშაძე – ჩაბრაძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ძოწენიძე, ჩუკურა – რუხაძე, მოსიაშვილი (ვარშანიძე 75), ბაშელეიშვილი – კვასოვი (სამუშია 60), კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე