დინამო ჩეხურ მლადას შეხვდა

თარიღი: თებერვალი 3, 2014

დინამოელებმა ანთალიაში მესამე საკონტროლო მატჩი გამართეს. შეხვედრა ბოლო პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მლადა ბოლესლავთან სასტუმრო ტიტანიკ დელუქსის ცენტრალურ მოედანზე წარიმართა.  დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა გუნდის კაპიტანმა გიორგი ლორიამ/სავარაუდოდ თურქეთში ვერ ითამაშებს /, გიორგი მერებაშვილმა/ინდივიდუალურად ვარჯიშობს /, ირაკლი მოდებაძემ /მიკროტრავმა/, დავით ხურცილავამ და ოთარ კაკაბაძემ, რომლების  საერთოდ თბილისში გააგრძელებენ სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს.

 

ტესტ-მატჩი დინამოელთა უპირატესობოთ დაიწყო, მაგრამ დაწინაურება მლადა ბოლესლავმა შეძლო, როდესაც თამაშის მე-6 წუთზე  შტოჰანცლმა მცველის შეცდომით ისარგებლა. პირველ 20 წუთში დინამოელებმა ჩეხების კართან  რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ირაკლი ძარიამ მცირე მანძილით ააცილა, პაპავას თავური არაზუსტი გამოდგა, პაპუნაშვილის დარტყმული კი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მიუხედავდ იმისა, რომ დინამოელები ბურთის კონტროლს ახერხებდნენ, ტაიმის დარჩენილ დროში საგოლე ეპიზოდი აღარ შექმნილა. მლადა ბოლესლავის შემადგენლობაში 34 წლის  დავიდ იაროლიმი გამოირჩეოდა, რომელიც წლების მანძილზე იცვადა ჰამბურგის ღირსებას და მისი კაპიტანიც გახლდათ. მეორე ნახევარიც დინამოს იერიშებით დაიწყო. სტანტარდებიდან  გლიშიჩი და ჩისკო დაემუქრნენ ჩეხების კარს, მაგრამ უშედეგოდ. შეხვედრის მეორე გოლი კონტრიერიშს მოყვა. 75-ე წუთზე ორი ბურთით მეტოქე მეჰანოვიჩმა დააწინაურა. დარჩენილ დროში, მატჩის ბოლო წუთზე პატრიკ ვოუმ ერთი ბურთი გაქვითა. 2:1 მლადა ბოლესლავის სასარგებლოდ.

 

მალხაზ ჟვანიამ კვლავ მისცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სასტარტოში დაიწყეს 19 წლის ცინცაძემ და პაპუნაშვილმა, მეორე ტაიმში ითამაშეს ლობჟანიძემ და შერგელაშვილმა, რომელთათვისაც მსგავს სპარინგებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კვლავ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და გუნდი  ახალი სათამაშო სქემის ადაპტაციის პერიოდს გადის. მიუხედავად ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხისა, წინა შეხვედრებთან შედარებით დინამოელები უკეთ გამოიყურებოდნენ და იგრძნობოდა გარკვეული წინსვლა ახალი სათამაშო სქემის ათვისების გზაზე. შეხვედრას ისევე როგორც ჩვენი გუნდის წინა ორ სპარინგს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა.  თურქეთში შეუერთდა გუნდს, სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე, რომელიც როტერდამის ფეიენოორდის მიწვევით ჰოლანდიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 6 თებერვალს ოდესისი ჩერნომორეცის წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო 1:2 მლადა ბოლესლავი

გოლები: 0:1 შტოჰანცლი 6’ 0:2 მეჰანოვიჩი 75’ 1:2 ვუო 89’

 

დინამო: დაუშვილი, პაპავა, გველესიანი (ხიდეშელი 46’), რეხვიაშვილი, კვირკველია (შერგელაშვილი 80’), ცინცაძე (ლობჟანიძე 60’), პაპუნაშვილი (გორგიაშვილი 60’), ძარია, ჯანელიძე (გოგა 60’), ჩისკო (გლიშიჩი 60’) ვუო

 

მლადა: დივიში – კისელა, კუდელა, ვრაშტლი, იანიჩეკი – იაროლიმი, ფუსეკი – ბრატლი, აგერა, შტოჰანცლი – ხრამოცა.

 

fcdinamo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წუთში 500-ჯერ! 5 წუთში 1000-ჯერ! ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია!

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრებიდან ცნობილმა ვებ-გვერდმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტატო ბაციკაძე: “იქნებ, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?”

ტატო ბაციკაძე ნორვეგიასთან ყაიმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესოდ მაინც კვარა-ჟორჟი დასახელდნენ! ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ცნობილმა ვებ-გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7.4 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ნორვეგიის წინაღმდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება და მოსალოდნელია, რომ გუნდს სულ მცირე რამდენიმე ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ&

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით ხვიჩასთვის რა დაგვეძახა”

იტალიურ მედიასთან ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმაზე ისაუბრა. “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაროვინსკი: “ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს”

“რუბინის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მახსოვს კვარაცხელიას პირველი ვარჯიში &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელები კვარას ულოცავენ!

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის დანიშვნის ამბავი იტალიაშიც გავრცელდა და იტალიელები კვარას ულოცავენ და ბედნიერებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Areanapoli: რა ღირს კვარას სუპერ მანქანა, რომლითაც თბილისში გადაადგილდება?

იტალიური ონლაინ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მანქანას ეხმაურება, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ თბილისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლია, გოლი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა