დინამო ჩემპიონობას მიუახლოვდა

თარიღი: მაისი 21, 2014

თბილისის “დინამო” ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა  გუშინდელის მსგავსად არა, მაგრამ მთლიანობაში მაინც იოლად იმარჯვა. დინამოელებმა ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში იმერული გუნდი 92:61 დაამარცხა და ჩემპიონობას 1 მოგება აშორებს.

ქუთაისლებმა თამაში ისე დაიწყეს, ბევრს აფიქრებინეს, რომ ბოლომდე საინტერესო თამაში იქნებოდა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. საწყის 5 წუთში სტუმრები მცირედით ლიდერობდნენ, მაგრამ მეოთხედის მიწურულს დინამოელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და პირველ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 28:19.

მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და საბოლოოდ 31-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს. 2:0 ფინალურ სერიაში ის ჰანდიკაპია, რომლის გაბათილებაც თითქმის შეუძლებელია. 0:2 ჩამორჩენიდან ჩემპიონობა თბილისის “ვითას” მოუპოვებია, რომელმაც 1998-99 წლების სეზონში რუსთავის “აზოტი” 3:2 დაამარცხა.

მომდევნო მატჩი 24 მაისს ქუთაისში გაიმართება და თუ მასპინძლები იმარჯვებენ, მორიგ მატჩს კვლავ ქუთაისი, მეორე დღეს უმასპინძლებს.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  ფინალური სერიისთვის ის ამოცანა, რომ თბილისში 2 გამარჯვება მოგვეპოვებინა, შევასრულეთ. დღესაც სწორი ტაქტიკური მონახაზით ვითამაშეთ, გვქონდა ჩავარდნა, თუმცა ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. სერია 3 მოგებამდეა,  ამიტომ დამთავრებული არაფერი არაა, მოვემზადებით მომდევნო თამაშისთვის და შევეცდებით, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ მე-3 შეხვედრას.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. ფაქტობრივად, ერთადერთი შანსი გვრჩება – საკუთარ მოედანზე, სადაც ყოველთვის გვერდში გვიდგას გულშემატკივარი, სათანადო წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ,,დინამოს’’. რეალურად, ჩვენი მოგების შანსები მცირეა, თუმცა ყველანაირად ვეცდებით სათანადოდ დავამთავროთ სეზონი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. ,,არმიასთან’’ სულ სხვანაირი სერია გვქონდა. თუმცა კიდევ გვაქვს შანსი მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ყველას.

ლევან ცეკვავა(,,ქუთაისი’’): სამწუხაროდ, უკვე მეორე შეხვედრაა ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც მთელი სეზონი ვაჩვენებდით. ეს ალბათ გადაღლილობის ბრალია. თუმცა თამაშები კიდევ დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა