დინამო ჩემპიონთა თასზე
თბილისის დინამომ ჩემპიონთა თასის და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სულ 30 მატჩი გამართა. აქედან 13 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 14 შეხვედრაში დამარცხდა. ბურთების შეფარდება 45/44 თბილისელთა სასარგებლოდ.
საკუთარ მოედანზე გამართულ 15 მატჩში, დინამო თბილისის სტატისტიკა ასე გამოიყურება- 11 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი. 32 გატანილი და 12 მიღებული ბურთი.
სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა თასზე დინამომ 1979 წლის 3 ოქტომბერს გამართა და გათამაშების 1/16 ფინალში ანგარიშით 3:0 ინგლისის ლივერპული დაამარცხა. იმ შეხვედრაში გოლები ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.
არსანიშნავია, რომ 16 ივლისს დინამომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ჩატარებული სამივე მატჩი მოიგო: 2003 წელს ალბანურ ტირანას ვაჯობეთ სამი უპასუხო გოლით. ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გამოიჩინეს თავი. 2008 წელს იმავე ანგარიშით თბილისელებმა ფარერების რუნავიკს მოუგეს. გურამ კაშია, დავით ოდიკაძე და ოლეგ გველესიანი არიან გატანილი გოლების ავტორები. 2013 წელს დინამომ 6:1 მოუგო ფარერების სტრეიმურს. თავის გამოჩენა უსტარიცმა, ჯაბა დვალმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა, ჩისკომ და ორჯერ ვუომ მოახერხეს. საპასუხო დაპირისპირებაში დინამომ 3:1 იმარჯვა, ხოლო ჩისკოს მიერ პენალტით გატანილი გოლი დინამოელთათვის საიუბილეო, მე- 200 აღმოჩნდა ევროთასებზე.
fcdinamo.ge