„დინამო“ „დილას“ დაპირისპირება შედეგიანი ფრით დასრულდა
საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.
შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მე-7 წუთთზე „დინამოელებმა“ კარში დარტყმა სცადეს – შორიდან ბუკორაცმა დაარტყა, თუმცა ბურთი სტუმართა კარს დიდი მანძილით ასცდა. მატჩის მე-11 წუთზე, სლავკო მარიჩის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში თავით ჩაჭრა – 0:1. მე-19 წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს – ჯაბა ჯიღაურის პასით, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
28-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი კარისკენ ალან ბაგაევმა გადაგზავნა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკა დარტყმულს ადგილზე დახვდა. 32-ე წუთზე, ლაშა თოთაძის ჩაწოდებას გიორგი ჩირგაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული სომხიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა. ოთხ წუთში, დავით ხურცილავას პასის შემდეგ, მიხეილ გორელიშვილის დარტყმული „დინამოს“ კარს მცირე მანძილით ასცდა.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი 66-ე წუთზე შეიქმნა, მათე ცინცაძეს სტანდარტული დარტყმის შემდეგ, გორელები მეკარე სომხიშვილმა იხსნა.69-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაგდებით, დედაქალაქელები წინ დააწინაურა – 2:1. 81-ე წუთზე, სლავკო მარიჩის სტანდარტულის შემდეგ ბურთი ალან ბაგაევს მიუვიდა, მისი პასით კი გიორგი ერისთავმა წონასწორობა აღადგინა.
„დინამო“ – „დილა“ 2:2
გოლები:, ჭანტურიშვილი 19′, 69′ – გველესიანი 11′ (ავტოგოლი), ერისთავი 81′
„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი(პარუნაშვილი 62’), ჯიღაური(კიტეიშვილი ’56), პაპუნაშვილი(შერგელაშვილი 87’), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე.
მთ.მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
„დილა“: სომხიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, მარიჩი, ფალავანდიშვილი, სეთურიძე(ერისთავი 77’), გვალია, წიქარიძე(ახალკაცი 70’), გორელიშვილი(კვეკვესკირი 87’), მოდებაძე.
მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი