„დინამო“ „დილას“ დაპირისპირება შედეგიანი ფრით დასრულდა

თარიღი: აპრილი 3, 2015

საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მე-7 წუთთზე „დინამოელებმა“ კარში დარტყმა სცადეს – შორიდან ბუკორაცმა დაარტყა, თუმცა ბურთი სტუმართა კარს დიდი მანძილით ასცდა. მატჩის მე-11 წუთზე, სლავკო მარიჩის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში თავით ჩაჭრა – 0:1. მე-19 წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს – ჯაბა ჯიღაურის პასით, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
28-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი კარისკენ ალან ბაგაევმა გადაგზავნა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკა დარტყმულს ადგილზე დახვდა. 32-ე წუთზე, ლაშა თოთაძის ჩაწოდებას გიორგი ჩირგაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული სომხიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა. ოთხ წუთში, დავით ხურცილავას პასის შემდეგ, მიხეილ გორელიშვილის დარტყმული „დინამოს“ კარს მცირე მანძილით ასცდა.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი 66-ე წუთზე შეიქმნა, მათე ცინცაძეს სტანდარტული დარტყმის შემდეგ, გორელები მეკარე სომხიშვილმა იხსნა.69-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავზე გადაგდებით, დედაქალაქელები წინ დააწინაურა – 2:1. 81-ე წუთზე, სლავკო მარიჩის სტანდარტულის შემდეგ ბურთი ალან ბაგაევს მიუვიდა, მისი პასით კი გიორგი ერისთავმა წონასწორობა აღადგინა.

„დინამო“ – „დილა“ 2:2

გოლები:, ჭანტურიშვილი 19′, 69′ – გველესიანი 11′ (ავტოგოლი), ერისთავი 81′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი(პარუნაშვილი 62’), ჯიღაური(კიტეიშვილი ’56), პაპუნაშვილი(შერგელაშვილი 87’), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე.
მთ.მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

„დილა“: სომხიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, მარიჩი, ფალავანდიშვილი, სეთურიძე(ერისთავი 77’), გვალია, წიქარიძე(ახალკაცი 70’), გორელიშვილი(კვეკვესკირი 87’), მოდებაძე.
მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“საბურთალომ” ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ისტორიაში პირველად თბილისის “საბურთალო” გახდა. “საბურთალო” ჯერ კოხრეიძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძემ საქართველოს თასის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

საქართველოს თასის ფინალში, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსიც” დამარცხდა – ევროპის TOP 5 ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი არ დარ

7 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა შედგა რომის “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ საკუთარი, ქუსლით გატანილი გოლი შეაფასა. 32 წ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მამხნევებდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმისაგან გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე და “გენტის” ფანები მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 20 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნის ორმაგი სეივი “ლაციოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “ლაციოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, 79-ე წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ ჩირო იმობილეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ბარსელონას” მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, გუნდის მიზნებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედესკო: “ანანიძის თემა დახურულია”

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძესა და ლორენსო მელგარეხოს ინცინდენტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილ მარცხზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! (ვიდეო)

7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის მორიგი შედევრი – არგენტინელმა “მალიორკას” ულამაზესი გოლი გა

ესპანეთს ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “მალიორკას” შორის მიმდინარე მატჩის მე-17 წუთზე ლიონელ მესიმ სტუმართა კარში ულამაზესი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოს” კაპიტანი გერმანიაში?

თბილისის “დინამოს” კაპიტანს და ლიდერს, ნიკა ნინუას ევროპული გუნდებიდან მრავალი შემოთავაზება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ნინუას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გაუკეთა “მონპელიეს” მცველმა ნეიმარს (ვიდეო)

7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუნაიტედის” გამარჯვება დერბიში – მანჩესტერი წითლად შეიღება (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც გულშემატკივრები მანჩესტერული დერბის საცქერად შეიკრ...
წაკითხვა