”დინამო” – ”დინამო” – მატჩს ბობი მადენი განსჯის
უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც ”დინამო თბილისი” ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართავს და ადგილობრივ ”დინამოს” დაუპირისპირდება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის – ბობი მადენი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას – დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებ ს- სტივენ მაქლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია – იოზეფ მარკო სლოვაკეთიდან.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა იმსაჯა 14 მაისს, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბობი მადენის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ბობი მადენი (37 წლის)
================================================================
უეფა ევროპა ლიგა – 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
უეფა ჩემპიონთა ლიგა – 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-19 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა U-21 ჩემპიონატი – 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
უეფა ევრო საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
”დინამოს” პრესსამსახური