დინამო დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია

თარიღი: ოქტომბერი 7, 2017

დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალის საუკეთესო გუნდი „დინამო თბილისია“. ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში 67:48 დაამარცხა „ოლიმპი“ და დადიანის მემორიალის მე-16 გათამაშების გამარჯვებული გახდა.

დინამოელებმა დადიანის თასი შარშანაც მოიგეს და წელს ეს ტიტული დამაჯერებლად შეინარჩუნეს. ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მძლავრად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, ხოლო ნახევარფინალში „ქუთაისის“ წინააღმდეგობა დაძლია. რაც შეეხებათ ოლიმპელებს, უკრაინელი სპეციალისტის, ლეონიდ ივატინის, დავით როგავასა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში ჯგუფის მეორე ადგილიდან გააღწია. „ოლიმპმა“ ფინალში გასასვლელ მატჩში „რუსთავს“ სძლია, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე წააგო.

ფინალური მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. ორივე გუნდი მწყობრად თამაშობდა დაცვაში და ლიდერობას ვერც ერთმა მიაღწია. პირველი პერიოდი ფრედ – 20:20 დასრულა, მეორეშიც თანაბრობა იყო, რომელიც საბოლოოდ დინამოელთა 2-ქულიანი ლიდერობით დასრულდა – 35:33.

კვანძი მესამე მეოთხედში გაიხსნა, რომელიც დინამოელებმა 21:6 მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს. ბოლო პერიოდში „ოლიმპი“ ეცადა, მაგრამ გამართულად მოთამაშე ოპონენტის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საბოლოოდ „დინამომ“ 67:48 მოიგო და მატჩის შემდეგ დუდუ დადიანის თასი ჩაიბარა. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 7 მოხსნით ნიკოლა გაჩეშამ ულიდერა. 11 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო კაილ ტურპინის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „ოლიმპში“ 18 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა, 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა მარკ ოგდენმა.

ფინალის დასრულების შემდეგ, სანამ დინამოელებს მთავარ პრიზს გადასცემდნენ, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვეტერანი იუბილარი კალათურთელი, იური პულავსკი. ბატონი იური 70 წლის გახდა და მას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საპატიო სიგელი გადასცა.

დუდუ დადიანის მემორიალის საუკეთესო მოთამაშედ დინამოელთა სერბი ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი დუდუს ძმისშვილებმა – ნიტა, სანდრო და ანდრია დადიანებმა გადასცეს.

დუდუს ძმიშვილებმა გადასცეს ტურნირის გამარჯვებულისთის დაწესებული დადიანის თასი დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:  ძალიან სასიხარულოა, რომ დუდუს ტურნირი მოვიგეთ და სეზონის დაწყებამდე კარგად გამოვიყენეთ სუპერლიგის სტარტისათვის. მოგეხსენებათ, მონაწილეობას ვღებულობთ ევროტურნირებზე, აქედან გამომდინარე ძალიან კარგია რომ გავიმარჯვეთ. გვქონდა კარგი და ცუდი მომენტები და იმედი მაქვს როგორც ევროტურნირებამდე, ასევე სუპერლიგამდე გვეყოფა დრო რომ სათანადოდ მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი ისევ მაქსიმუმის მიღწევაა.

მიხეილ ბერიშვილი, დინამოს ფორვარდი: მიუხედავად იმისა, რომ 19 ქულით გავიმარჯვეთ, მაინც დაძაბული თამაში გამოვიდა 1-ელ და მე-2 მეოთხედებში. მეორე ტაიმიდან უკვე მოვახერხეთ თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება, შევიტანეთ გარდატეხა თამაშში და გავიმარჯვეთ.

სანდრო დადიანი (დუდუ დადიანის ძმისშვილი): პირველ რიგში, მივულოცავ დინამოს გუნდს ზედიზედ მეორედ ტურნირზე გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ  დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი ტრადიციად იქცა და  მრავალი წელი ტარდება.

ოლიმპი – დინამო  48:67

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

Superleague.geლა

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოიყურება ლებრონ ჯეიმსის ახალი 39-მილიონიანი სახლი (ფოტო)

კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული შვებულება “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერ ლებრონ ჯეიმს უქმად არ გაუფლანგავს. როგორც ჩანს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ელენე ლოლაძე: “თორნიკე შენგელიამ მთხოვა, რომ ეს ამბავი საიუდმლოდ დაგვეტოვებინა”

ქართველი კიკბოქსიორი, ელენე ლოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძემ წერს, რომ […]...
წაკითხვა