“დინამო” ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში პაოკ-თან განადგურდა
18 აგვისტოს, თბილისის “დინამომ” ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბერძნული პაოკ-ს დაუპირისპირდა
მატჩის მე-15 წუთზე დინამოელებმა პირველი შეტევა განახორციელეს – უჩა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ჭანტურიშვილმა მიიღო, მან დაარტყა კიდეც, თუმცა ძალიან არაზუსტად. დაახლოებით ორ წუთში, ჯაბა ჯიღაურმა მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და დაარტყა, თუმცა ბურთი ერთ-ერთ ბერძენ ფეხბურთელს მოხვდა კუთხურზე გადავიდა
შეხვედრაში პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს – ბურთზე კი პირველმა ლეონიდე მატოსმა ითამაშა და სკრიბეს კარი დალაშქრა.
29-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ისევ იაქტიურა, მან ერთი მეტოქე მოატყუა და შემდეგ დაარტყა, თუმცა მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა. ორ წუთში პაპუნაშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებულზე ჭელიძემ ითამაშა, თუმცა მისი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში “დინამოს” მცველების შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ ჯალმა დარჩა, თუმცა მან იქ დაარტყა, სადაც სკრიბე იდგა – ამ ეპიზოდში მასპინძლები აშაკარა გოლს გადაურჩნენ.
შეხვედრის 72-ე წუთზე პაოკ-მა ისევ გაიტანა, ისევ კუთხურიდან… ამჯერად, “დინამოს” კარში გოლის განა კრესპომ მოახერხა – 0:2.
მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, “დინამო” ცოტათი გააქტიურდა. 74-ე წუთზე კიტეიშვილმა დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა. ერთ წუთში შორიდან ალვარომაც სცადა გოლის გატანა, მაგრამ მეკარემ ბურთი პირდაპირ მეკარეს მიუვიდა.
83-ე წუთზე, დიეგო ბისევარმა ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთზე პირველი როდრიგესი იყო, რომელმაც თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა – 0:3.
ამის შემდეგ, სტუმრებს გოლის გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა მათ ორივეჯერ მიზანმა უმტყუნათ.
“დინამო” – პაოკ-ი 0:3
“დინამო”: სკრიბე, ლობჟანიძე (თევზაძე 58′), ჭელიძე, რენე, ამისულაშვილი, ცინცაძე (ალვარო 70′), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (დვალიშვილი 63′), ჯიღაური.
პაოკ-ი: გლიკოსი, ლეო მატოსი, ლეოვაკი, ჩარისისი (ხოსე კანასი 46′), ჯალმა (ფერეირა 80′), კრესპო, როდრიგესი, შახოვი (ბისევარი 68′), ცაველასი, ატანასიადისი, სიმიროტი.
გაფრთხილებები: რენე 69′ – მატოსი 56′