“დინამო” გია გეგუჩაძემ ჩაიბარა
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, თბილისის “დინამოს” ხვალიდან გია გეგუჩაძე გაწთვრნის. ინფორმაციას თბილისურ კლუბში ოფიციალურად ადასტურებენ.
ლანჩხუთში, ადგილობრივ “გურიასთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი “დინამოს” უკვე ყოფილი თავკაცისთვის, კახა გოგიჩაიშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
გია გეგუჩაძე “დინამოს” 2004-2005 წლებში წვრთნიდა და ბოლო პერიოდში კლუბის ყველაზე დიდი წარამტება, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.
გეგუჩაძის ბოლო სამუშაო ადგილი “ზესტაფონი” იყო, რომელიც 49 წლის სპეციალისტმა გასული წლის ბოლოს დატოვა.