“დინამო” ლეგიონერებმა დატოვეს
როგორც მოგეხსენებათ დასრულდა ეროვნული ლიგა 1, სადაც ჩემპიონობა ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამოსთან” გადამწყვეტ შეხვედრაში მოიპოვა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კი მეორე ადგილს დასჯერდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ “დინამო” სამმა ლეგიონერმა, მოჰამედ ალიუმ, ბოგდან მიშენკომ და სერგეი ლიტოვჩენკომ დატოვა. მათ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, შესაბამისათ კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდა და ლეგიონერები კლუბს დაემშვიდობნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის “დინამოს” პრესსამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას.
მიმდინარე სეზონში “დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 26 შეხვედრა უკრაინელმა კიპერმა სერგეი ლიტოვჩენკომ ჩაატარა და 2,340 წუთის განმავლობაში 16 გოლი გაუშვა. პირველ-მეორე წრეში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა ასევე უკრაინელი მარჯვენა მცველი ბოგდან მიშენკო, რომლის ანგარიშზეც 14 შეხვედრაა. რაც შეეხება ნიგერიელ მოჰამედ ალიუს, ის “დინამოს” მაისურით მინდორზე მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ.