“დინამო” “ნეფთჩის” წინ კიდევ უფრო დასუსტდა – ცხადაძის განაცხადი
“დინამო თბილისი” 7 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ “ნეფთჩის” უმასპინძლებს. უეფას ოფიციალურ გვერდზე “დინამოს” განაცხადი გამოქვეყნდა, სადაც რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ, განსაკუთრებით, დაცვაში.
ცხადაძემ განაცხადში მარჯვენა მცველი თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი და ვიქტორ მონხილი არ შეიყვანა. უცნობია, რატომ ვერ მოხვდა ესპანელი მცველი. მათ ნაცვლად მე-2 გუნდიდან ალექსანდრე კალანდაძე და ფირუზ გაბიტაშვილი იქნებიან.
ნახევარდაცვაში ლუკა გაგნიძეს ვერ ვხედავთ, მაგრამ არის ნოდარ ლომინაძე და უცხოეთიდან ახლახანს დაბრუნებული გიორგი ომარაშვილი, რომელსაც თამაში თავდასხმაშიც შეუძლია და უნგრულ “დიოშდიორში” იყო განათხოვრებული.
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი
მცველები: კობოური, კალანდაძე, ხარაბაძე, ბენიო, სპორსკლედე, იაშვილი, გაბიტაშვილი
ნახევარმცველები: ქარდავა, რადინი, პაპავა, კუცია, მექვაბიშვილი, ომარაშვილი, ლომინაძე, ქავთარაძე
თავდამსხმელები: გაბედავა, მარუშიჩი, ახვლედიანი