დინამო ფინალს მიუახლოვდა

თარიღი: მაისი 10, 2014

თბილისის “დინამომ” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ბათუმს” და ფინალამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს. დღევანდელ შეხვედრაში თბილისელებმა გაცილებით იოლად იმარჯვეს. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ზღვისპირელებს პირველი ტაიმი 52:27 მოუგო და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, დიდი შესვენებისთვის გაარკვია.

ბათუმელებს აკლდათ ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში დისკვალიფიცირებული ჯეიმი ჯექსონი. ძნელი სათქმელია, 5-იდან 1 ლეგიონერის არყოფნამ ასე იმოქმედა ბათუმელებზე, მაგრამ ფაქტია – მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა “დინამოს” ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დღევანდელი 69:96 დამარცხების შემდეგ სერიაში 0:2 ჩამორჩა.

“დინამოში” 20 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო სტევან მილოშევიჩი გახლდათ. ორმაგი დუბლი შეასრულა ქიან კარტერმაც, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 16-16 ქულა მიითვალეს ბესო ლეჟავამ და მიხეილ ჭოჭუამ. ბათუმელთაგან 27ქულით ჯუნიორ ქედუგინი გამოირჩა, 11 ქულა ჰქონდა ჯერემი სეფოლდს, ხოლო 10 – ნიკა რამიშვილს.

სერიის მომდევნო მატჩი, რომელიც “დინამოს”გამარჯვების შემთხვევაში ბოლო იქნება, 13 მაისს, ბათუმში გაიმართება. თუკი მასპინძლები მოიგებენ და სერიაში ჩამორჩენას შეამცირებენ, მე-4  შეხვადრასაც ბათუმი 14 მაისს უმასპინძლებს.

                  მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ის ჩანაფიქრი, რომ გასვლით მატჩზე 2:0 ლიდერობით წავსულიყავით, შევასრულეთ. ბათუმში გვითამაშია და ვიცით, რა რთულია იქ თამაში, ამიტომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არაა. ბიჭებს ვთხოვე, დაივიწყონ ყველაფერი და გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება. ვეცდებით, მომდევნო მატჩსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

superleague.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა