დინამო ფინალურ სერიაში დაწინაურდა

თარიღი: მაისი 20, 2014

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის გასამართი სუპერლიგის ფინალური სერია დაიწყო. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მატჩს ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. აქტიურობდნენ ფანებიც, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს საყვარელ გუნდებს.

შეხვედრა თბილისის “დინამოს” დომინირებით წარიმართა. მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვეს, რაც ფინალური სერიისთვის ცოტა მოულოდნელი იყო.

თამაში ჭოჭუას ზუსტი სამქულიანით გაიხნსა. “დინამო” პირველივე წამებზე გალიდერდა და დარჩენილ დროში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. ჭოჭუას მხარი გამყრელიძემ და მილოშევიჩმაც აუბეს. პირველ ტაიმში ხოშტარიას გუნდის უპირატესობა სწორედ ამ ტრიომ განაპირობა.

ქუთაისელები პირველ მეოთხედში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. აქტიურები იყვნენ ფაშაევი და დვალიშვილი, თუმცა სტუმართა ეპიზოდური გამონათებები შეხვედრის საერთო სურათს არ ცვლიდა. მოპოვებული უპირატესობა “დინამომ” მეორე მეოთხედში განავითარა და დიდ შესვენებაზე გუნდები 16-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 56:30.

მესამე პერიოდი კარტერის ბენეფისად იქცა. “დინამოს” ამერიკელმა ლეგიონერმა ზედიზედ რამდენიმე ეფექტური ჩატენვა შესთავაზა სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს. კარტერს არც ჭოჭუა ჩამორჩა.

დასკვნით პერიოდში მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცეს თავის გამოჩენა, თუმცა ამას შეხვედრის მსვლელობაზე გავლენა არ მოუხდენია. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა 49-ქულიანი უპირატესობით, 104-55 დასრულდა.

საინტერესოა, რომ “დინამოს” შემადგენლობაში ქულების მოგორვება ბიბილურის გარდა ყველა მოთამაშემ მოახერხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ქიენ კარტერი გახდა (24 ქულა, 17 მოხსნა). დინამოელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს მილოშევიჩმა (17ქულა, 10 მოხსნა) და ჭოჭუამ (18 ქულა). “ქუთაისიდან” ყველაზე შედეგიანი გრძელიძე გახლდათ, რომლის ანგარისზე 12 ქულაა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, სპორტის სასახლეში 18 საათზე აიღებს სტარტს.

სტატისტიკა 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): სერიაში 1:0 დავწინაურდით და ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას, რადგან გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არაა. რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, ჩვენ შესწავლილი გვყავდა მოწინააღმდეგე, გვქონდა ტაქტიკური სქემა იმისა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა მის წინააღმდეგ და დღეს ეს გამოგვივიდა. ბიჭებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, თუმცა ეს უკვე დავიწყებულია და მოვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის. ვეცდებით, ისევ ღირსეულად ვითამაშოთ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ დღეს მაყურებელი ვერ ვასიამოვნეთ და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელსაც ელოდნენ. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ფაქტობრივად, ,,ქუთაისი’’ ძალიან დიდ წნეხშია, ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა, რათა სათანადოდ ჩაგვეტარებინა პირველი თამაში. მითუმეტეს, ცეკვავას ტრავმა აქვს და არ გვინდოდა მისი დატვირთვა. როგორც უკვე ითქვა, სერია ჯერ წინ არის და ვეცდებით ხვალინდელი დღისთვის ვიპოვოთ ძალები და გამარჯვებას მივაღწიოთ.

ლევან გრძელიძე(,,ქუთაისი’’): ბიჭები ძალიან გადაღლილები ვართ, ,,არმიასთან’’ 5 თამაში ჩავატარეთ, ძალიან მძიმე ნახევარფინალური სერია გავიარეთ, ტრავმებიც დაგვემატა და ამან განაპირობა ჩვენი მარცხი. თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის.

IMG_5166IMG_5130IMG_5090IMG_5069IMG_5061IMG_5060IMG_5055IMG_5040IMG_4993IMG_4969IMG_5224

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა