დინამო პირველი ფინალისტია

თარიღი: მაისი 13, 2014

თბილისის “დინამო” სუპერლიგის ფინალშია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “ბათუმს” მესამე შეხვედრაც მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში მშრალი ანგარიშით – 3:0 იმარჯვა.

ბათუმში მატჩის დაწყებას წინ მასპინძელთა გუნდის კაპიტნის, კაშა კეშელავას სიტყვა უძღვოდა, რაც კალათბურთის ფედერაციის ინიციატივის შემადგენელი ნაწილი გახლდათ:

“საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” უერთდება საყოველთაოდ აღიარებულ სპორტულ პრინციპს სამართლიანი თამაშის შესახებ. ჩვენი გუნდი და ხელმძღვანელობა სრულად ვიზიარებთ და ვიცავთ მოედანზე და მის გარეთ იმ ეთიკის წესებს, რაც გამოიხატება მოწინააღმდეგე გუნდის წევრების, მსაჯების, მატჩის მომსახურე პერსონალისა და მაყურებლების პატივისცემაში. “ბათუმის” გუნდი გმობს ყოველგვარი ძალისა და ცინიზმის გამოვლინებას. ჩვენ ვემხრობით იმ პრინციპებს, რაც სამართლიანი, აზარტული და საზოგადოებისთვის მისაღები სპორტული ასპარეზობების გამართვის გარანტია. ჩვენ გვჯერა, რომ ანალოგიურად არიან განწყობილნი საკალათბურთო სუპერლიგის სხვა გუნდებიც, რაც ეროვნული ჩემპიონატის მშვიდობიან და ჯანსაღ ატმოსფეროში ჩატარებას უზრუნველჰყოფს”.

რაც შეეხება მატჩს, ის თანაბრად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ “დინამო” მხოლოდ 1 ქულას იგებდა. ბათუმელებს აშკარად აკლდათ დისკვაიფიცირებული ჯეიმი ჯექსონი, რომელიც სერიის პირველ მატჩში მწვრთნელთან, ივანე მაისურაძესთან კონფლიქტის გამო 5 მატჩით დაისაჯა. ჯექსონი უკვე ამერიკაში გაბრუნდა, ბათუმელებმა კი ნახევრფინალური სერია მშრალი ანგარიშით წააგეს.

მეორე მეოთხედიდან ხოშტარიას გუნდმა სისწრაფეს და რაც სიზუსტეს უმატა. ბესო ლეჟავას, სტევან მილოშევიჩისა და ქიან კარტერის შედეგიანობით სტუმრებმა პერიოდი 15:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:30. “დინამომ” მესამე ათწუთეულში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა და ბოლო პერიოდში თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ბათუმელებს ჰქონდათ შანსი, ჩამორჩენა იმ დონემდე შეემცირებინათ, რომ მოგებაზე რეალურად ეფიქრათ, მაგრამ საკვანძო მომენტებში ამერიკელმა ლეგიონერებმა სროლები გააცუდეს.

“დინამომ” საბოლოოდ 70:59 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. თბილისელებს მილოშ პეშიჩმა 17 ქულით ულიდერა, 15 დააგროვა ბესო ლეჟავამ, ხოლო ქიან კარტერის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. დინამოელთა ჩერნოგორიელმა ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა 13 მოხსნა და 6ქულა მიითვალა. ბათუმელთაგან 14 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნემანია მიშკოვიჩი, 14 ქულა დააგროვა ჯერემი სეფოლდმა, ნიკა რამიშვილმა კი მასპინძლებს 13 ქულა მიაშველა.

ფინალურ სერიამდე “დინამოს” ერთკვირიანი დასვენება გამოუვა. საჩემპიონო სერია 20 მაისს იწყება.

სტატისტიკა 

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე(“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ “დინამოს” შევწინააღმდეგებოდით, რეალობა ასეთია და ახლა მე-3 ადგილისთვის მატჩზე ვიფიქრებთ. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, “ბათუმი” მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთმა ლეგიონერმა დაგვტოვოს. ეს საკითხი ჯერ არაა გარკვეული.

ირაკლი ხოშტარია(“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): სერიაში ანგარიში ერთი შეხედვით ისეთია, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იოლად მოვიგეთ. ეს ასე არ ყოფილა, გუნდის ყველა წევრმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება ძალების მობილიზების შედეგად მოვიპოვეთ. ეს წარმატება უკვე დავიწყებულია. ჯერ არაფერი მოგვიგია, წინ ფინალია და ახლა მისთვის მზადებას ვიწყებთ. კარგია, რომ ფინალისთვის მოსამზადებლად 1 კვირა გვაქვს. მეორე ნახევარფინალში ვინ გაიმარჯვებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს – “არმიაც” და “ქუთაისიც” საკმაოდ ძლიერი მეტოქეები არიან.

superleague.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა