„დინამო“ პირველზე გავიდა, „სოხუმმა“ ერთი ქულით მოიგო

თარიღი: მარტი 5, 2016

„სპორტის ახალ სასახლეში“ დღეს საქართველოს სკალათბურთო სუპერლიგის მე-20 დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

პირველი მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. „ბათუმის“ „ქუთაისთან“ გუშინდელი მარცხის შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გუნდს პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა, რომელიც „დინამოელებმა“ გამოიყენეს და ანგარიშით 71:65 გაიმარჯვეს.

პირველი მეოთხედი „დინამომ“ 4-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:12), დიდი შესვენების წინ კი ორი ქულით იგებდა (33:31). მესამე მეოთხედში „დინამომ“ უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა, გადამწყვეტ მეოთხედში კი ივატინის გუნდმა ამ 12 ქულიდან მხოლოდ 6 შეამცირა.

საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 14 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ასისტით კვლავ გიორგი შარაბიძე იყო. „ოლიმპიდან“ ასევე 14 ქულით, თუმცა 4 მოხსნითა და 3 პასით ჯერემი ბაინუმი გამოირჩა.

ამგვარად, „დინამომ“ 33 ქულა დააგროვა, პირველა დგიზლე გავიდა და ერთდროულად სამ გუნდს ერთი ქულით გაუსწრო („ბათუმს“, „ქუთაისსა“ და „სოხუმს“).

„დინამო“ – „ოლიმპი“ 71:65 (16:12, 17:19, 20:10, 18:24)

მატჩის სრული სტატისტიკ

„მგზავრებსა“ და „სოხუმს“ შორის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა, მაყურებლებმა ბოლო წუთებამდე უშეღავათო ბრძოლა იხილეს, რომელშიც ერთი ქულით გამარჯვება ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა იზეიმა.

მგზავრები-სოხუმი_857257

პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო (19:19), დიდი შესვენების წინ კი „სოხუმი“ 2 ქულით დაწინაურდა – 33:31. მესამე მეოთხედში „სოხუმმა“ ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მეოთხედის ბოლო წუთი კი მეტად დაძაბული გამოდგა. 12 წამით ადრე „მგზავრები“ 1 ქულით დაწინაურდნენ (64:63), თუმცა შვიდ წამში კვარაცხელიას გუნდმა მეტოქეს ფილიპ მილერის ჩაგდებით უპასუხა. „მგზავრებმა“ წუთშესვენება აიღეს და შეტევაც კარგად განავითარეს, მაგრამ უილიამსის საბოლოო სროლა არაზუსტი გამოდგა – საბოლოოდ, „სოხუმმა“1 ქულით გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

ამ მოგებით „სოხუმმა“ 32 ქულა დააგროვა და ქულებით „ბათუმსა“ და „ქუთაისს“ გაუთანაბრდა.

„მგზავრები“ – „სოხუმი“ 64:65 (19:19, 12:14, 19:17, 14:15)

მატჩის სრული სტატისტიკა

Fanebi.com-ის ფოტოგრაფის მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

მგზავრები-სოხუმი_857754

მგზავრები-სოხუმი_85787897 მგზავრები-სოხუმი_857900 მგზავრები-სოხუმი_857898 მგზავრები-სოხუმი_857876 მგზავრები-სოხუმი_857754 მგზავრები-სოხუმი_857678 მგზავრები-სოხუმი_857643 მგზავრები-სოხუმი_857564 მგზავრები-სოხუმი_857547 მგზავრები-სოხუმი_857546 მგზავრები-სოხუმი_857543 მგზავრები-სოხუმი_857257 მგზავრები-სოხუმი_857123 მგზავრები-სოხუმი_857098 მგზავრები-სოხუმი_85765 მგზავრები-სოხუმი_85755 მგზავრები-სოხუმი_85754 მგზავრები-სოხუმი_85734 მგზავრები-სოხუმი_85732 მგზავრები-სოხუმი_85712 მგზავრები-სოხუმი_8578 მგზავრები-სოხუმი_857 მგზავრები-სოხუმი_85

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა