დინამო რურის თასის ნახევარფინალში გავიდა
დორტმუნდში მიმდინარე ტურნირზე 19 წლამდე დინამოელებმა დღეს, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში ვოლფსბურგი 1:0 დაამარცხეს. რურის თასზე ორი ფრის შემდეგ პირველი და გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 25- ე წუთზე დავით ვოლკოვმა გაიტანა.
დინამო: კულუა, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, კაპანაძე, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა (მაჭავარიანი 27), კობახიძე (კვერნაძე 29), ლაშხია (გოგოლიძე 25), ვოლკოვი, მესხი
ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტი მატჩი კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ლისაბონის ბენფიკასთან გამართეს და ფრედ 1:1 დაასრულეს დაპირისპირება. პორტუგალიელებმა მე-8 წუთზე გახსნეს ანგარიში, თუმცა არჩილ მესხმა მე- 16 წუთზე აღადგინა სტატუს ქვო და დინამო თბილისი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა (მაჭავარიანი 29), ვოლკოვი (კობახიძე 31), მესხი (ლაშხია 37), მარაქველიძე (კვერნაძე 39), ნემსაძე
დინამოელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს (პირველზე ვიქტორია პლზენი გავიდა, რომელმაც ბენფიკას 2:1 აჯობა და ბორუსიასთან უგოლო ფრე ითამაშა) და დღეს, ნახევარფინალში, თბილისის დროით 19 საათსა და 20 წუთზე მიუნჰენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდებიან. მანამდე პირველ საფინალო საგზურს ვიქტორია პლზენი და გალათასარაი გაითამაშებენ.
მე-9 ადგილისთვის მაქაბი ვოლფსბურგს შეხვდება. მე-7 ადგილს ვესტ ჰემი და დორტმუნდი გაითამაშებენ. მეხუთესთვის შალკე ბენფიკას დაუპირისპირდება.
fcdinamo.ge