“დინამო” “სამგურალი” ფრე დასრულდა – კუხიანიძე საუკეთესოა
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი “დინამო თბილისსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ დასრულდა. 30-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ სერგო კუხიანიძემ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა და პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა. მე-2 ნახევარში “დინამო” ფლობდა უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. 71-ე წუთზე მარცხენა მხრიდან ჩაწოდებულს გაბედავა გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ 20 წუთში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა მეკარეები შეცდომას ნაკლებად უშვებდნენ. მოედანზე საუკეთესო ორივე მხრიდან 7 ნომერი სერგო კუხიანიძე იყო.
20:00 საათზე “ტორპედო” “დინამო ბათუმს” მიიღებს.
დინამო თბილისი 1-1 სამგურალი
გოლები: გაბედავა 71 – კუხიანიძე 30
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე, პაპავა, ბენიო, ხვადაგიანი, იაშვილი (გაგნიძე 66) – კუცია (ქარდავა 57), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 79), რადინი (კასტრო 66) – მარუშიჩი, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
სამგურალი: ქვილითაია – მჭედლიშვილი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, კალანდარიშვილი (კიკაბიძე 76) – ლექვთაძე (ჩიხლაძე 68), ტურე, ფონიავა, კირკიტაძე (ახვლედიანი 76) – კუხიანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი