“დინამო” საპასუხო მატჩისთვის ემზადება (ფოტო+ვიდეო)
“დინამო თბილისი” უეფას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისთვის განაგრძობს მზადებას. იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში “დინამო თბილისმა” ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით 2:0 დაამარცხა “ალაშკერტი”.
ჯაბა ჯიღაურმა “დინამო” TV-სთან კომენტარში მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ალაშკერტთან” მატჩი ძალიან რთული გამოდგა. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვეთ და მეტოქის კარში ორი დამსახურებული გოლი გავიტანეთ. ჩემი აზრით, “ალაშკერტის” კარის აღება მესამედაც შეგვეძლო, რაც “დინამოს” შემდეგ ეტაპზე გასვალას გაუადვილებდა. გუნდში სრული მზადყოფნაა და ბიჭები არ ვთვლით, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური განაღდებული გვაქვს,” – თქვა ჯაბა ჯიღაურმა.