დინამო საქართველოს ჩემპიონია!

თარიღი: მაისი 26, 2014

“დინამო” საქართველოს ჩემპიონია! დღეს, დინამოელებმა ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა 91:58 მოუგეს “ქუთაისს” და სუპერლიგის გამარჯვებულები გახდნენ. თბილისურმა გუნდმა სერია 3:1 მოიგო.

 

“დინამო” საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა. პირველად დინამოელებმა საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში – 1991 წელს, ლევან მოსეშვილის მწვთნელობისას გაიმარჯვეს. მეორედ – 2003 წელს, ხორვატი დრაჟენ  ბრაიკოვიჩის ხელში, ხოლო მესამედ დღეს, ირაკლი ხოშტარიას წინამძღოლობით.

სერიის გადამწყვეტი მატჩი “დინამომ” ისე ჩაატარა, ჩემპიონს რომ შეეფერება. ხოშტარიას გუნდმა ისე ითამაშა, მასპინძლებისთვის შანსი არ დაუტოვებია. ქუთაისელებმა მხოლოდ საწყის 3 წუთში ილიდერეს – დავით ბარბაქაძისა და აკაკი დვალიშვილის ქულებით 7:2 დაწინაურდნენ.

დინამოელებმა მეტოქეს მედგარი დაცვა დაუპირისპირეს და მომდევნო 4 წუთის განმავლობაში ბურთი არ ჩააგდებინეს. აღნიშნული მონაკვეთი თბილისელებმა 13:0 მოიგეს და სოლიდურ ლიდერობას ხომ დაეუფლნენ, თამაშის სადავეებსაც დაეპატრონნენ.

ქუთაისელებმა ვითარების გამოსწორება შორი სროლებით განიზრახეს, რადგან დინამოელებს ვერც სისწრაფეში აუწყვეს ფეხი და ვერც ფარქვეშ გაუწიეს წინააღმდეგობა. ვერც დავით ბარბაქაძემ, ვერც რევაზ დიდიამ და ვერც სხვა ქუთაისელმა პერიმეტრს მიღმიდან ვერაფერი გააწყო, დინამოელები კი პირიქით – შორიდანაც წარმატებით ესროდნენ, სწრაფი გარღვევებითაც გამოირჩეოდნენ და სამწამიანშიც ჩინებულად  გრძნობდნენ თავს.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა სტევან მილოშევიჩი. ჩერნოგორიელი გოლიათის შემჩერებელი ქუთაისელთაგან ვერავინ მოიძებნა. მეორე ტაიმიდან მილოშევიჩს ქიან კარტერიც შეეშველა, რომელმაც თანაგუნდელისგან ფარქვეშ ბატონობა გადაიბარა. დინამოელთა შეტევებს გონივრულად უძღვებოდა ლაშა გამყრელიძე, რომელიც პასებსაც არიგებდა და შეტევებსაც წარმატებით აგვირგვინებდა.

პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელები 18 ქულიით იგებდნენ, მატჩის ბედი კი მესამე მეოთხედის ბოლოსკენ გადაწყვიტეს, როცა 30-ქულიანი ლიდერობის ზღვარს გადააბიჯეს. ბოლო მეოთხედის შუაწელში, როცა მატჩმა საბოლოოდ დაკარგა ინტრიგა, ორივე გუნდმა მოედანზე მეორე შემადგენლობას უხმო. შეხვედრა სათადარიგოებმა ჩაამთავრეს.

25 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი სტევან მილოევიჩმა დააფიქსირა. 18 ქულა მიითვალაქიან კარტერმა, ხოლო ლაშა გამყრელიძემ სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა – 15 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი (პლუს 4 ჩაჭრა). ქუთაისელთაგან 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს, 11 ქულა – ავთანდილ ლომინაშვილს.

მატჩის დასრულებისთანავე დინამოელთა საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ჩემპიონამდე მეორე ადგილის მფლობელი ქუთაისელები დააჯილდოვეს. ვერცხლის მედლები და სპეციალური სიგელები ქუთაისელებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა – კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გადასცეს.

ჩემპიონი ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს. ბოლო აკორდი დინამოელთათვის საჩემპიონო თასის გადაცემა იყო, რომელიც გუნდის კაპიტანმა ლაშა გამყრელიძემ ფედერაციის პრეზიდენტისგან ჩაიბარა.

“დინამო” და “ქუთაისი” 6 დღეში ისევ ითამაშებენ – ამჯერად სეზონის ბოლო ტიტულს, სუპერთასს გაითამაშებენ.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ბედნიერები ვართ ყველა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს. ყოველთვის მჯეროდა მათი და დღეს დავრწმუნდი რომ მათაც იგივე დამოკიდებულობა ჰქონდათ ჩემს მიმართ.  მადლობა გულშემატკივრებს, გუნდის ხელმძღვანელობას.  ყველას, ვისაც თბილისის  „დინამო“ უყვარს.

ჩვენ კიდევ დაგვრჩა ერთი თამაში  სუპერთასზე და ვეცდებით ჩვენი პროფესიული ვალი მოვიხადოთ  კლუბის და ხალხის წინაშე და  სეზონი  ბოლომდე მივიყვანოთ.  

 

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ „დინამოს“ ჩემპიონობას. ამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ შედეგისთვის და ვისურვებდი, რომ მომავალში კვლავაც მეხილა ჩემპიონატში. წარმატებებს ვუსურვებ „ დინამოს“და იმედია, ქუთაისის გუნდსაც  ექნება ის პირობები,  რაც კლუბს შეეფერება.

მივულოცავ ყველა ქუთაისელს ვერცხლის მედლებს და ქუთაისის ყველა მოთამაშეს.  ისევ და ისევ აღვნიშნავ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი კლუბისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში დაგვიდა, სუპერლიგის ხელმძღვანელობას  წლევანდელი სეზონის ორგანიზებისთვის და  მადლობა ჩვენს ბიჭებს გაწეული შრომისთვის და ამ შედეგისთვის.

იმედია,  ამ წარმატების შემდეგ კალათბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,  სამომავლოდ კლუბი გაძლიერდება და მეტი მოტივაციაც გვექნება.

 

რაც შეეხება მოახლოვებულ სუპერთასს,  ის პრინციპული მატჩი იქნება ჩვენთვის. მართალია, „დინამო“ ამაღლებულ განწყობაზე ხვდება ამ თამაშს, მაგრამ არც ჩვენ დავაკლებთ არაფერს და ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გამოვა.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა