დინამო შეკრებაზე გაემგზავრა
დღეს დინამოელები მოსამზადებელ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრნენ. თბილისელები სასტუმრო Susesi Luxury Resorts-ში დაბინავდნენ.
მოსამზადებელ შეკრებაზე ქვეყნის ჩემპიონი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: 28 იანვარს გრაცის შტურმი, 30 იანვარს პოლტავის ვორსკლა, 3 თებერვალს პრაღის სპარტა, 6 თებერვალს სლოვენიის დომჟალე და 9 თებერვალს მარიუპოლის ილიჩევეცი.
საქართველოს ჩემპიონი თურქეთში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა: ლიბორ ჰრდლიჩკა, ნიკა დაუშვილი, გიორგი კულუა, ვაჟა ტაბატაძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბექა მიქელთაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა უგულავა, ოთარ კიტეიშვილი, სტეფან ბუკორაცი, გუგა, ზურაბ ჯაფიაშვილი და რენე ფერეირა, რომელიც გუნდს 24 იანვარს შეუერთდა.