“დინამო სოხუმს” დაფინანსებაზე უარი 50-მა კომპანიამ უთხრა

თარიღი: იანვარი 21, 2021

“დინამო სოხუმის” გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

“მოგესალმებით. დღეს მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო და დავსვა ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან მიჭირს.

დავიწყოთ ასე, “დინამო” სოხუმი”, რა კლუბია ეს? რა მნიშვნელობას ატარებს? ბევრმა არ იცის! მინდა გითხრათ, რომ კლუბი არის ხიდი აფხაზებს და ქართველებს შორის შერიგების მიმართულებით. ჩვენ, დიდ პროექტებზე ვმუშაობთ, ამას არ გავახმაურებ ჯერ. კლუბი 1925 წლის 14 იანვარს დაარსდა და 96 წლისაა. თამამად ვიტყვი და ვინმე თუ შემომედავება, ნებისმიერ ადამიანს არგუმენტებით დავუმტკიცებ, რომ ეს ასეა! “დინამო” სოხუმი არის N1 გუნდი დევნილ გუნდებს შორის გნებავთ აფხაზეთიდან, გნებავთ სამაჩაბლოდან, გახლავათ ფლაგმანი გუნდი აფხაზეთის რეგიონიდან ისტორიულად და ამ გუნდს შესწევს ძალა, გააერთიანოს ძმობა და განამტკიცოს საფეხბურთო ურთიერთობები.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? პირდაპირ ვიტყვი – კერძო სექტორს ფეხებზე კიდია ისტორია, კულტურა, პოლიტიკური მნიშვნელობა და ეროვნული მნიშვნელობა! ასე ვიტყოდი, ამ გუნდის არსებობაც!

ყველა მილიონერი, თუ ბიზნესის მფლობელი, დიდი პატრიოტია, დიდი ომახით მღერის ჰიმნს სტადიონზე, ნაყიდი ვიპ ლოჟიდან და ცრემლი მოსდით როდესაც ჩვენი ქვეყანა იგებს, მაგრამ რას აკეთებენ ქართული ფეხბურთისთვის? პირდაპირ ვიტყვი, ფლაგმანი კლუბის, “დინამო” სოხუმისთვის 50-ზე მეტ კომპანიას ვთხოვეთ, ელემენტარული დაფინანსება, ელემენტარული რომ გუნდს სტადიონის, ბურთის და მგზავრობის ფული დაეფარა, მაგრამ პასუხი? სრული იგნორი! მაგრამ რა ხდება არ გაინტერესებთ გვერდზე სახელმწიფოებში?

“დინამო” სოხუმი ითხოვდა ამ 50-ზე მეტი კომპანიისგან წლიურად სპონსორობას სულ რაღაც 20-30 ათას ლარს, რაც 12 თვეზე თუ გავყოფთ 2500 ლარია (დაახლოებით 700 დოლარი). ნუ, რა თანხაა ეს, ყველამ კარგად იცით! აგერ მეზობელი აზერბაიჯანული ყარაბახის დაფინანსება რამდენია არ იკითხავთ? წელიწადში 16 მილიონი ევრო! 2020 წლის მონაცემებით და 2021 წლიდან იზრდება! ჩვენი მოძმე უკრაინული დონეცკის შახტარის? წლიური 75 მილიონია! საქართველოში ისტორიულად, კულტურულად, პოლიტიკურად, დევნილ კლუბებს შორის ფლაგმან გუნდს 30.000 ლარით არ ასპონსორებენ! ესაა რელობა!!!

როდესაც გამოდიან გარკვეული პიროვნებები და ამბობენ ფეხბურთი სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდეს და შეცდომა არისო, კაი ბატონო, აი ჩვენს თავზე ვცდით ახლა ამას. 2020 წლის სეზონის სპორტული შედეგებიდან გამომდინარე იმ სახელმწიფო სუბსიდიას 2021 წელს “დინამო” სოხუმი არ მიიღებს, ხოდა იმ ხალხს მოგმართავთ, ახლა რა ვქნათ? მუნიციპალიტეტი სოხუმს არ გააჩნია, მაგრამ ყავს აგერ პირობითად ახალქალაქის აბულს და ისინი მიიღებენ 60-70 ლარს დაფინანსებას წლიურად და ჩვენ რა ვქნათ?! როდესაც არც მუნიციპალიტეტი გვყავს და
არც მთავრობას აქვს უფლება, რომ ამხელა ფული გამოუყოს გუნდს?! ახლა იტყვით ფედერაციაო? ფედერაცია არ არის ვალდებული, კერძო კლუბი დააფინანსოს და ეს ასეც უნდა იყოს! მე პრეტენზია ვერ მექნება ფეხბურთის ფედერაციასთან ან მთავრობასთან.

დღეს, პირდაპირ ვამბობ, “დინამო” სოხუმში არის დიდი ფინანსური კრიზისი და მოგმართავთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ სოხუმზე, აფხაზეთზე, ფეხბურთზე!!! მოგვეხმარეთ იმისთვის, რომ კლუბმა იარსებოს!!! 30.000 ლარი არის საჭირო, რომ გუნდმა ღირსეულად წარმოადგინოს თავი ჩემპიონატში.

მოგმართავთ თქვენ, კომპანიებს! არ მინდა და არც ვიკადრებ იმას, რომ გამოვამზეურო იმ კომპანიების სია, ვისაც მივწერეთ და ან უბრალოდ ცარიელი ფურცელი გამოგვიგზავნეს, ან წერილი უკან დაგვიბრუნეს, ან კიდევ უბრალოდ პირდაპირ გვითხრეს – ფეხბურთი არ გვაინტერესებსო. დაგვეხმარეთ, რათა 96 წლის მქონე ისტორიის მქონე კლუბმა განაგრძოს ღირსეული მოღვაწეობა!!!
სირცხვილია უბრალოდ ის ფაქტები, რომ 5000 ლარიან ტელეფონებს ბინძური რაღაც პიარის გამო ჩუქნიან და მართლაც ეროვნული და ქვეყნის სამსახურში მდგომ გუნდებს, რომლებიც მომართულები არიან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებისა და გაერთიანებისთვის, ბოდიში და ფეხებზე იკიდებენ!!! 5000 ლარად გუნდს 2-3 თვე შევინახავდით, მაგრამ არ ვიცი, დარჩნენ საქართველოში პატრიოტი და სახემწიფოებრივად მოზროვნე ხალხი? არ ვიცი, ამას გვაჩვენებს დრო!

დღეს 18 იანვარია, ვიცი ბევრი ნახავს ჩემს ამ ღია წერილს და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში არიან ღირსეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენები და ხალხი, ვისაც უყვარს ფეხბურთი, უყვარს სოხუმი!!! იმედი მაქვს, რომ ერთად დგომით “დინამო” სოხუმს მივცემთ ღირსეულად გამოსვლის საშუალებას!!!
ვისაც აქვთ სურვილი და საშუალება ეს იქნება კომპანია თუ უბრალოდ ფეხბურთზე შეყვარებული გულშემატკივარი შეგიძლიათ დაგვეხმაროთ!
GE67 CR00 3000 9442 0236 02 ეს გახლავთ ჩვენი კლუბის საბანკო ანგარიში – ბანკი ქართუ საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი!
წინასწარ მადლობა მხარდაჭერისთვის და მცირედი დახმარებისთვისაც!!!”, – წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“დინამო სოხუმი” რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს. გუნდი უკვე 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

ფოტო: Netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტუხელი: “პსჟ-ში თავი სპორტის მინისტრი მეგონა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “რასიზმი განათლების თემაა. რასისტებს უნდა ვესაუბროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი: “ჩემ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ”

“ლივერპულის” ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, იურგენ კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა მო სალაჰს მსოფლიოს საუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანებმა “რომას” ფეხბურთელებს მაისურები არ გამოართვეს (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე “რომამ” გამანადგურებელი მარცხი განიცადა ნორვეგიულ “ბოდო გლიმტთან”. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ექვსი გოლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ტრავმირებულია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ, პრესასთან საუბრისას ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა

24 ოქტომბერს “კამპ ნოუ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” უმასპინძლებს. ლა ლიგის ყველაზე პრესტიჟულ დაპირისპირებამდე მადრიდის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” “ბარსელონასთვის” ანსუ ფატის წართმევასაც ცდილობდა

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუ ფატის, გადაბირება სურდა. ამ ინფორმაციას კატალონიუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკო: “მამარდაშვილი “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრებში წლების მანძილზ

თბილისის “დინამოსა” და “უოტფორდის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ამიერიდან არავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ერთი და იმავე ფეხბურთელებსR

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე “რომა” სტუმრად ნორვეგიულ “ბიუდე-გლიმტთან” 1:6 დამარცხდა. რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის,...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად…

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულმა “ბიუდე-გლინტმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე, სენსაციურად, 6:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმმა” ჯოვინო ფლამარიონი უნდა გაყიდოს!

“დინამო ბათუმის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია, რომელსაც  ეროვნულ ლიგაში 102 მატჩი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” ფანებს ჩაცმის სტილის გამო შენიშვნას აძლევს

“ნიუკასლ იუნაიტედი” რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა, რამაც კლუბის ფანებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი უკმაყოფილოა: “უკეთეს გუნდთან შანსი არ ექნებოდათ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ატალანტასთან” მოგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმს სულშერის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ...
წაკითხვა