„დინამო“ თასის ნახევარფინალში გავიდა
დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საქართველოს თასის განმეორებით 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა.
შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ჩემპიონატში „დინამო“ პირველ ადგილზე იმყოფება და გორელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდი თამაშს დანაკლისით ხვდებოდა – „მტკვრისპირელთა“ რიგებიდან, პირველ რიგში, კაპიტან ნიკა ჭანტურიას გამოყოფა შეიძლება. „ზესტაფონთან“ ჩემპიონატის შეხვედრაში ჭანტურიამ მენისკის ტრავმა მიიღო. გამორიცხული არ არის, მცველმა შემდეგი სეზონის დასაწყისშიც ვერ ითამაშოს. ასევე „ლურჯ-თეთრებს“ ტრავმების გამო შერგელაშვილი და პაპუნაშვილი დააკლდნენ, დისკვალიფიკაციის გამო კი პარუნაშვილმა ვერ ითამაშა. „დილას“ კვლავ ძარია აკლდა, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ასევე ტრავმის გამო შეხვედრას მოდებაძე ტოვებდა.
მატჩის დასაწყისშივე „დილასთვის“ კარგი ეპიზოდი შეექმნა – მე-11 წუთზე ნიკა კვეკვესკირმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ძლიერ დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა გაუმკლავდა. 11 წუთში კი სახიფათო ეპიზოდი უკვე გორელთა კართან შეიქმნა – მარცხენა ფლანგიდან მანუელმა ჭანტურიშვილს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის გვერდით კი ოთარ კაკაბაძე აღმოჩნდა, რომელიც ჭანტურიშვილმა საგოლე გადაცემით მოამარაგა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმის უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.70-ე წუთზე გიორგი გველესიანის ძლიერი დარტყმის აღნივნა შეიძლება, მაგრამ მიგინეიშვილის კარი ძელმა გადაარჩინა. შეხვედრის ბოლოს მომენტები სტუმრებსაც ჰქონიათ, მაგრამ მასპინძლებმა თავისთვის სასარგებლო ანგარიშით შენარჩნება მაინც შეძლეს. 1:0 და თბილისელები ნახევარფინალში არიან!
დინამო – დილა 1:0
გოლი: 1:0 კაკაბაძე 22’
„დინამო“: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, თოთაძე, კაკაბაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 52′), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), მანუელი (ჩირგაძე 62)
„დილა“: მიგინეიშვილი, ბაგაევი, მარიჩი (წიქარიძე 87), კვახაძე, ფალავანდიშვილი, ხურცილავა, გვალია, თექთურმანიძე (ერისთავი 55′), სეთურიძე, კვეკვესკირი (ახალკაცი 82′), გორელიშვილი
გაფრთხილებები: თოთაძე, მანუელი, ხურცილავა – ბაგაევი
გაძევება: ფალავანდიშვილი