“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 4-2 დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაშიც “დინამომ” 1-2 წააგო.
რადინის გატანილი გოლის შემდეგ როინ კვასხვაძემ დღესაც დაუშვა შეცდომა და პენალტი აიკიდა. შემდეგ კი ალასგაროვმა საჯარიმოდან აუღებელი დაურტყა და “ნეფთჩი” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
“დინამო” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც “მაქაბისა” და “ქაირათს” შორის დამარცხებულს შეხვდება.
ნეფთჩი 2-1 დინამო
გოლები: მაჰმუდოვი 59, ალასგაროვი 69 – რადინი 51
ნეფთჩი მამადოვი – ჩელიკი, მბოჯი, სტანკოვიჩი – ბულიდოვი, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრინი, ლავალი – მეზა კოლი, ალასგაროვი
მთავარი მწვრთნელი: სამირ აბასოვი
დინამო : კვასხვაძე – სპორკსლედე, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე – კუცია, ქარდავა, რადინი – გაბედავა, მარუშიჩი
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე