“დინამო თბილისმა” 2 მძიმე შეცდომით “ნეფთჩთან” წააგო
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისმა” ბაქოს “ნეფთჩთან” “დინამო არენაზე” 1-2 წააგო და განმეორებითი მატჩის წინ ცუდი პლაცდარმი შეიქმნა.
“დინამომ” ორივე გოლი ძალიან მძიმე შეცდომების ხარჯზე გაუშვა. 23-ე წუთზე აზერბაიჯანელებმა შეტევა განავითარეს, ბურთი ალასგაროვს გადაუგდეს, მოულოდნელად კვასხვაძე გამოვიდა კარიდან, რომელიც ერთ ადგილას გაჩერდა და ალასგაროვმაც თავზე გადაუგდო.
“დინამომ” მასირებული შეტევები განახორციელა, რამდენჯერმე ბაქოელთა მეკარე მამადოვმა ძალიან რთული დარტყმები აიღო, მაგრამ 36-ე წუთზე მარუშიჩმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მე-2 ტაიმი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ 53-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მძიმე შეცდომა დაუშვა. საჯარიმოში უმისამართოდ გადაგდებული ბურთი ვერ მიიღო, ვერ დაამუშავა, მეტოქემ დაასწრო და პენალტი აიკიდა. პირველი პენალტი კვასხვაძემ აიღო, მაგრამ ფეხები ხაზზე არ ედგა და განმეორეიბითი ვეღარ მოიგერია.
დარჩენილ დროში ცხადაძემ 4 ცვლილება განახორციელა, მაგრამ ერთადერთი შანსი 95-ე წუთზე ბაქარ ქარდავას ჰქონდა. კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ქარდავამ თავით გაუშვა, მეკარე უშანსოდ იყო, თუმცა “ნეფთჩი” ძელმა გადაარჩინა.
განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება.
დინამო 1-2 ნეფთჩი
გოლები: მარუშიჩი 36 – ალასგაროვი 23, მაჰმუდოვი 53
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე (ოსეი 83), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 73) – რადინი, ქარდავა, კუცია (ქავთარაძე 68) – მარუშიჩი, გაბედავა (ახვლედიანი 68)
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე