“დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმს” რამდენიმე მილიონი უფასოდ დაუთმო!
“დინამო თბილისის” 3 ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბათუმის “დინამოში” გადავიდა.
23 წლის ნახევარმცველი გიორგი ზარია, 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი და 19 წლის თავდამსხმელი დავით ზურაბიანი პრაქტიკულად უფასოდ გადაბარგდნენ ბათუმში.
გიორგი ზარია ბოლო დროს “დინამოს” ძირითადის წევრად ჩამოყალიბდა, დავით ზურაბიანი “დინამო თბილისის” მე-2 გუნდში გოლების მანქანა იყო და ირაკლი აზაროვმა საოცარი გოლი თბილისელებს 1 კვირის წინ გაუტანა, მანამდე კი ნაკრებში დებიუტო ჰქონდა.
აჭარული კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის ინფორმაციით, გუნდს უკვე დაუკავშირდნენ საზღვარგარეთიდან აზაროვის ტრანსფერის შესახებ. საუბარია, მილიონ ევროზე მეტზე.
ზარია დაახლოებით 200 ათას ევროდ არის შეფასებული, ხოლო, ზურაბიანი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი თავდამსხმელია, რომელსაც თბილისში შანსი არ მიეცა.
უახლოეს 1-2 წელიწადში “დინამო ბათუმს” ამ ფეხბურთელებით რამდენიმე მილიონის გამომუშავების საშუალება ექნება, “დინამო თბილისმა” კი ისინი პრაქტიკულად უფასოდ დათმო.