დინამო VS ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

თარიღი: მაისი 20, 2014

21 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ. პირდაპირ ეთერსა და ტექსტურ ლაივს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უდიდესი უპირატესობაა – 7 მოგება და 3 ფრე. ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და თბილისურმა გუნდმა მშრალი ანგარიშით – 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა – დუბლი, ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლოშეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმარტა და უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში. დინამომ 3:1 აჯობა მეტოქეს. მერებაშვილმა, ხმალაძემ და ძარიამ გაიტანეს გოლები.
შემდეგ დინამო და ჩიხურა სუპერთასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩიხურამ მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა ჩემპიონსა და თასის მფლობელს.

fcdinamo.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამოს” პირველი ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის წინ

“დინამო თბილისში” 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაბრუნდა. ქავთარაძე “დინამოდან” იანვარში უნგრულ “მეზოკოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხეტიანმა პირველ მატჩში ქამბექი დადო

ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნების შემდეგ კახა ჩხეტიანმა მე-2 ტაიმში ბათუმის “დინამოს” ქამბექი დაუდო და 2-2 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა ვარშანიძე აჭარაში დაბრუნდა

27 წლის ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს. ვარშანიძე ბოლოს “ვენტსპილსში” თამაშობდა, რომელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიონი” კაპიტანმა და მწვრთნელმა დატოვეს

ბოლნისის “სიონი” კაპიტანმა ალექსანდრე კობახიძემ და მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ  დატოვეს. “სიონმა” ეროვნული ლიგა 2 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქალთა ლიგაში ცენტრალური მატჩი ჩაიშალა – მიზეზი კამერებია?

ქალთა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი “ნიკე” და “ლანჩხუთი” ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ჩხეტიანი გუნდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს და მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფინეთი – ბელგიის მატჩში მოედანზე შეჭრილი ქალბატონი კრიპტოვალუტას არეკლამებდა (ფოტო,

22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიამ ფინეთი 2:0 დაამარცხა. სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ გერმანიის ნაკრებს სტადიონის LGBT+ ფერებში განათების უფლება არ მისცა

უეფამ გერმანიის თხოვნა “ალიანც არენას” LGBT+ საზოგადოების ფერებში განათების შესახებ არ დააკმაყოფილა. მიზეზად კი ნეიტრალიტეტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძიუბა: “თანაბარი თამაში იყო, დანია ჩვენი დონის გუნდია”

რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, არტემ ძიუბამ დანიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

2012 წლის ზაფხული – “ქართველი მესი” “ჯენოასგან” შემოთავაზება

28 წლის ასაკში “ქართველი მესი”, გიორგი ჭანტურია კარიერას ასრულებს. ჭანტურია ბოლო 2 წელია მოედანზე არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთია “სამგურალში” დაინიშნა

წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი მიხეილ აშვეთია დაინიშნა. აშვეთია ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოს” მთ...
წაკითხვა