დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

თარიღი: აგვისტო 22, 2014

23 აგვისტოს, 18:00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 33– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ– 48/31 არის.

დინამო – ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს თბილისელები ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად– 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6:0 და 6:1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის 3 მაისს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება მასპინძელი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გოლები ჩისკომ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბენზემამ რობერტო კარლოსის რეკორდი მოხსნა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის გამართული მატჩი (1:1) კარიმ ბენზემასთვის სარეკორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა, გამარჯვებული “ბარსელონა” დარჩა

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ვანდა მეტროპოლიტანომ” უმასპინძლა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაწინაურებულმა “ატლეტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “დინამო” ჩემი გუნდია, მაგრამ…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა კარიერას “ლოკომოტივში” გააგრძელე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ელეონორა გოლდონი – იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც მამაკაცების გულებს მოიგებს (ფოტო)

ელეონორა გოლდონი იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც “ნაპოლის” ღირსებას იცავს. იქამდე, ის”ინტერში” თამაშობდა. ასევე, რამდენიმე მატჩი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდმა “ბაიერნთან” მატჩში ტრავმა მიიღო (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” “ბორუსიას” ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ალიანს არენაზე” გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ: “ალექსისი “ინტერში” ბედნიერია, აქ ის მთელი დღე იღიმის”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ალექსის სანჩესს ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და შეცვლებზე შესვლა უწევს, თუმცა გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: “მინდა “ბარსელონამ” პარიზში ქამბექი შეასრულოს, მაგრამ ამის არ მ

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის პლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდმა “ბაიერნს” 9 წუთში 2 გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ პირველი გოლი იხილეთ მეორე გოლი IMPARABLE HAALAND El noruego ya marcó el segundo, descomunal […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელე: “მბაპეს შეუძლია, ჩემი მემკვიდრე გახდეს”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, “პარი სენ-ჟერმენის” ფრანგ ვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე, ისაუბრა. “მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი ცარიელ კართანაა – როგორ დასრულდა ეპიზოდი? (ვი

6 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” ბეილის გაყიდვა სურს

მადრიდის “რეალის” თემებზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა Defensa Central იუწყება, რომ “სამეფო კლუბს” გუნდში გარეტ ბეილის შენა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო. “გენტის” მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: კრის ვუდის გოლი “არსენალის” კარში (ვიდეო)

“ბარნლი” – “არსენალი” კრის ვუდის გოლი იხილეთ ვიდეო Totally didn't expect this mistake from Granit […]...
წაკითხვა