”დინამო ზაგრების” მწვრთნელი: ”პიაცა თბილისურ კლუბთან არ ითამაშებს”
20 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ”დინამო ზაგრებბმა” საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მაკედონიური ”ვარდარის” დამარცხება, 3:2 მოახერხა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ხორვატული კლუბი მესამე შესარჩევ რაუნდზე თბილისის ”დინამოს” დაუპირისპირდება.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი ზლატკო კრანჩარი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
”მიხარია, რომ სირთულეების მიუხედავად ”ვარდარის” ბარიერის გადალახვა მოვახერხეთ. რაც შეეხება მარკო პიაცას, გუნდის ლიდერმა გუშინდელ მატჩში უდიდესი წვლილი შეიტანა. მარკომ ორი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. საწყენია, რომ პიაცამ ”დინამო ზაგრების” შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელს ”იუვენტუსში” დიდ წარმატებას ვუსურვებთ,” – თქვა კრანჩარმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატულ-ქართულ კლუბების დაპირისპირება 26 ივლისს, ჩვენი დროით 22:00 წუთზე დაიწყება.