დინამოელებმა ჭაბუკთა ლიგა გამარჯვებით გახსნეს
ჭაბუკთა ლიგაში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა საჩხერის ჩიხურას შესაბამის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ჩატარებული მატჩები თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მეტოქეს 13 უპასუხო გოლი გაუტანეს. ქაფიანიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ორ-ორი გოლი ერგემლიძემ და სართანიამ გაიტანეს, თითოჯერ კი საჩხერელთა კარი კუციამ, ბაბუნაძემ, ჩაკვეტაძემ, ლურსმანაშვილმა, სამსონიამ და ჯიქიამ აიღეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 5:0 აჯობა ჩიხურას. ჩომახიძე, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი, ფირცხალავა და ჩაჩუა გატანილი გოლების ავტორები.
დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ცერცვაძე, კუცია, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, ჩაკვეტაძე, თაგვაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, სამსონია, ჯიქია, სართანია
დინამო U-17: ქავთარაძე, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ჩომახიძე, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, მ. ბაშალეიშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, ფოჩხუა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, აღდგომელაშვილი, ჯამარაული, პაპაშვილი
FCDinamo.Ge