დინამოელთა გამარჯვება და ფრე ელიტ ლიგაში
ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მეექვსე ტურის მატჩები ჩატარდა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები დინამოს აკადემიის მოედანზე კასპის განთიადს დაუპირისპირდნენ და 8:0 დაამარცხეს მეტოქე. ორი გოლი კასპელებს ხარაბაძემ გაუტანა. თითო ბურთი კი ბაბუნაძის, დავითაშვილის, ბერიაშვილის, გოგოლაძის, ბ. ხარშილაძის და ბეგაშვილის ანგარიშზეა. დინამოელებმა ექვს თამაშში 16 ქულა დააგროვეს და 23/5 ბურთების ბალანსით ლიდერებში იმყოფებიან.
ასევე მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში. დინამოს აკადემიის მოედანზე დინამოელებმა მერანს უმასპინძლეს. ოთარ გაგნიძის გუნდის აქტიურობის მიუხედავად მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი გაგუას ანგარიშზეა. თბილისელებმა 11 ქულა დააგროვეს , ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 14/5.
დინამოს აკადემია 8:0 განთიადი კასპი
დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ხარაბაძე, გაბელაია, ჯიჭონაია, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, დოლიძე, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გოგოლაძე, ბერიაშვილი, ბეგაშვილი, გულდედავა
დინამოს აკადემია 1:1 მერანი თბილისი
დინამო: ხარშილაძე, ქიტუაშვილი, მექვაბიშვილი, გოგუა, ქველაძე, მაღალდაძე, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, გაგუა, იაკობიძე, ისმაილი
შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, ჯანგიძე, თვალოძე, ლომთაძე, ტაბალანი, თუდები, ბოგვერაძე
FCDinamo.GE