დინამოელთა პირველი წრე ციფრებში
თბილისელებმა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე წარმატებულად დაასრულეს. დინამო 29 ქულით და ბურთების ბალანსით 26/13 სატურნირო ცხრილის სათავეშია. გუნდი გასულია დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში, სადაც გორის დილას დაუპირისპირდება. კლუბმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა საქართველოს სუპერთასი, დაამარცხა რა ფინალში საჩხერის ჩიხურა 1:0 და 17 წლიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქელებმა ტრიპლეტი შეასრულეს.
პირველ წრეში დინამოს ფორმით მოედანზე 22 ფეხბურთელი ვიხილეთ. შვიდმა ფეხბურთელმა აქედან მიიღო ყვითელი ბარათი. მსაჯმა გიორგი პაპუნაშვილი და ნიკა ჭანტურია ოთხჯერ გააფრთხილა. ორ-ორი ყვითელი მიიღეს ირაკლი ძარიამ, ოთარ კაკაბაძემ და ლაშა პარუნაშვილმა. მსაჯმა ერთხელ გააფრთხილა გიორგი პაპავა და დავით საჯაია. წითელი ბარათი გიორგი პაპუნაშვილს ერგო.
თხუთმეტივე შეხვედრაში საბა ლობჟანიძემ მიიღო მონაწილეობა. 14- ჯერ შევიდნენ მოედანზე: მიგინეიშვილი, ცინცაძე, პაპავა, ჩირგაძე და პარუნაშვილი. 13 შეხვედრა დაუგროვდა ძარიას, პაპუნაშვილს და თოთაძეს. ჩისკომ შერგელაშვილმა და საბანაძემ 12 მატჩი ჩაატარეს. 10- ჯერ ითამაშა კაკაბაძემ. ჭანტურია 9- ჯერ ვიხილეთ მოედანზე, გველესიანი კი 7- ჯერ. 6 შეხვედრა დაუგროვდათ ჯანელიძეს და მჭედლიშვილს. 4 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა ხიზანიშვილმა და 3- ში საჯაიამ. დაუშვილმა და ჯიქიამ 2 შეხვედრაში ითამაშეს. ერთხელაც ზივზივაძე ვიხილეთ მოედანზე.
გატანილი 26 გოლიდან 7- ჯერ გამოიჩინა თავი პაპუნაშვილმა. 5 გოლი საბანაძის ანგარიშზეა. 4 გოლი გაიტანა ჩისკომ. 3- ჯერ დაამწუხრა მეტოქე ძარიამ. 2-2 გოლი შეგელაშვილმა და ჩირგაძემ შეაგდეს. თითო გოლი კი ლობჟანიძემ, პარუნაშვილმა და ცინცაძემ.
გთავაზობთ სტატისტიკას მინდორზე გატარებული წუთების მიხედვით:
მიგინეიშვილი- 1237
ცინცაძე- 1153
თოთაძე- 1139
პაპავა- 1134
პარუნაშვილი- 1079
პაპუნაშვილი- 1077
ძარია- 1016
შეგელაშვილი- 927
ჩირგაძე- 842
ჭანტურია- 810
ჩისკო- 760
საბანაძე- 741
ლობჟანიძე- 660
კაკაბაძე- 614
გველესიანი- 551
ჯანელიძე- 302
ხიზანიშვილი- 301
მჭედლიშვილი- 220
საჯაია- 136
დაუშვილი- 113
ზივზივაძე- 24
ჯიქია- 14
fcdinamo.ge