,,დინამომ” გამარჯვებით დაიწყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თარიღი: ოქტომბერი 27, 2013

მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ერთობ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამორჩეულად მძლავრი შემადგენლობის მყოლი გუნდების დაპირისპირებაში “დინამომ” “სოხუმი” 7 ქულის სხვაობით – 70:63 დაამარცხა.

“სოხუმმა” მიმდინარე სეზონის პირველი ტიტული – დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, თუმცა სუპერლიგის პირველ ტურში, 19 ოქტომბერს, “ქუთაისთან” უშანსოდ წააგო. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრაში”დინამოს” ბოლომდე ებრძოლა, გამარჯვებასათანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთებში ვერ იყოჩაღა და დამარცხდა.

,,დინამოელებს’’ გასულ სეზონთან შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და “სოხუმთან” გულშემატკივართა უმეტესობის მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ მეოთხედში ამ სტატუსს ამართლებდნენ დინამოელები, როცა 19:9 ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ხოშტარიას გუნდმა 25:12 მოიგო, თუმცა მეორეში სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს – ირაკლი ჩლაიძემ და ჯერომ საიმონსმა სიზუსტეს უხშირეს, რაცშედეგზეც აისახა და დიდი შესვენებისთვის უკვე “სოხუმი” გალიდერდა – 37:36.

მეორე ტაიმის უმეტესი  დრო ქულა-ქულა თამაშში გაილია. დინამოელთაგან ქიან კარტერი გამოირჩოდა, რომელიც ძირითადად პერიმეტრიდან აგდებდა, თუმცა ფარქვეშ შესვლის შანსსაც ხელიდან არ უშვებდა.  საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე სოხუმელები ქულით იგებდნენ, მაგრამ შეცდომებს უხშირეს, რაც დინამოელთა კარგი დაცვის დამსახურება იყო. ბოლო წუთებზე მიხეილ ჭოჭუას, კარტერის და გიორგი გამყრელიძის შედეგიანობამ “დინამო” საიმედოდ დააწინაურა და საბოლოოდ ხოშტარიას გუნდმა 70:63 იმარჯვა.

“დინამოს” 23 ქულით კარტერმა ულიდერა, 12-12 ქულა კი სტევან მილოშევიჩმა და მიხეილ ჭოჭუამ მიითვალეს. სოხუმელებში 20 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, ჯერომ სიმონსის ანგარიშზე კი 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  როგორც თამაშის დაწყებამდე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ რთული თამაში იყო, ამ შემადგენლობით მხოლოდ 10 დღეა რაც ვვარჯიშობთ და დალაგებული თამაში საკმაოდ რთულია. პირველ წრეში ჩვენი კონდიციების 60%–ს მაინც უნდა მივაღწიოთ, მეორე წრიდან კი, პირდაპირ ვიტყვი, საჩემპიონო ამბიციების გუნდი ვიქნებით. მთავარ კონკურენტად ,,სოხუმს’’ მივიჩნევ. მადლობა ბიჭებს, ნამდვილი პროფესიონალები არიან. ბოლო მეოთხედში ზუსტი დაცვის წყალობით სასურველ გამარჯვებას მივაღწიეთ. მადლობას ვეტყვი ლაშასაც, ის ნამდვილი კაპიტანია. დღევანდელი შედეგი ბიჭების გამარჯვებაა.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას. ამ გუნდს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და სერიოზული ამბიციები აქვს. თუმცა წინ დიდი მარათონია, ზოგიერთი გუნდი ალბათ უფრო გაძლიერდება.  წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ,,დინამო’’ ნამდვილად გამორჩეული ფავორიტია.

ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სოხუმმა ძალიან კარგად ითამაშა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ვეთანხმები მწვრთნელს, ახალი შეკრებილები ვართ და შეთამაშება გვაკლია. შეცდომების მიუხედავად, ნამდვილად შეგვიძლია ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი ვიყოთ. ვულოცავ მთლიანად ,,დინამოს’’ სეზონის პირველ გამარჯვებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი მოგებებით გაგრძელდეს.

სიმონს ჯერომე(,,სოხუმი’’): ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ,,დინამო’’ ძლიერი გუნდია, ჩვენც ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით. სეზონი გრძელდება და შემდეგ თამაშებზე მაქსიმუმს გავაკეთებთ.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა